კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 11:01

ქარიზმაქარიზმა არის თვისება, რომლის წყალობითაც ადამიანს აფასებენ, როგორც განსაკუთრებული თვისებებითა და მასაზე ეფექტური ზემოქმედების მოხდენის უნარით დაჯიდოვებულ პიროვნებას. 

თავად სიტყვა ქარიზმა, სათავეს იღებს ძველი ბერძნული მითოლოგიიდან და ნიშნავს საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევის განსაკუთრებულ ნიჭს.

ხოლო ქარიტები იყვნენ ძველი ბერძნული სილამაზისა და  გრაციის ღმერთები.

ქარიზმის კლასიკურ ახსნას იძლევა გერმანელი სოციოლოგი მ. ვებერი - ”ქარიზმა არის უჩვეულოდ აღიარებული პიროვნული თვისება, რის გამოც ის ფასდება, როგორც ზეადამიანური, ზეჭეშმარიტი და უკიდურეს შემთხვევაში - განსაკუთრებული, სპეციფიკური ძალითა და თვისებებით დაჯილდოებული პიროვნული უნარი, რომელიც არ არის მისაწვდომი სხვა ადამიანებისთვის”

ისტორიაში ცნობილ ქარიზმატულ პიროვნებებს შორის არიან მსოფლიო რელიგიის ფუძემდებლები - ქრისტე, მოსე და ბუდა. 

მეორეს მხრივ ქარიზმატულ პიროვნებები იყვნენ დიდი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეები  ჩინგიზხანი და ნაპოლეონი. მეოცე საუკუნეში ჰიტლერი და მუსოლინი, ლენინი და სტალინი. ასევე განდი და მარტინ ლუთერ კინგი.

ქარიზმის თვისება არ არის დამოკიდებული მოღვაწეობის სფეროსთან  და მის მორალურ-ეთიკურ მნიშვნელობასთან. ქარიზმატული ლიდერი ერთნაირი წარმატებით შეიძლება იყოს როგორც წმინდანი, ასევე ბოროტმოქმედი.

გამოთქმა - ”მას აქვს ქარიზმა”, ნიშნავს, რომ ადამიანი ხიბლავს და ახდენს გარშემომყოფებზე იმდენად ძლიერ ზეგავლენას, რომ ისინი მზად არიან დაჰყვნენ მის ნებას.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ