კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 08 სექტემბერი 2024 06:24

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას არა აქვს "ღრმა ჭეშმარიტების" პრეტენზია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შეიძლება სულ სხვაგვარ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე.

ამიტომ, ნუ გაღიზიანდებით თუ არ დაემთხვა თქვენს ხასიათს და ხალისით შეხედეთ შემდეგს:


ბატონო - ასე პასუხობენ კეთილგანწყობილი, საქმიანი, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები.

როგორ გამოვიცნოთ ტელეფონზე მოსაუბრე

მათ ძლიერი ნერვული სისტემა აქვთ, ასე რომ დაჟინებული ზარების შემთხვევაშიც კი ისინი მწყობრიდან არ გამოდიან.

”ალო” - ასე რიგითი, თუმცა უფრო თავის თავში ჩაკეტილი ადამიანები პასუხობენ, მათთან მრავალსიტყვაობა არ შეიძლება, საჭიროა მშვიდი, კონკრეტული, მხოლოდ საქმის არსთან დაკავშირებული საუბარი.

”გისმენთ” - ასე პასუხობენ პედანტური, უფრო სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებული ადამიანები.

უმჯობესია ასეთ ადამიანს ”გისმენთ” მეორედ არ გაამეორებინოთ. მათთან ხაზგასმული პატივსცემით საუბარია საჭირო.

”(სახელი და გვარი) გისმენთ” - თუ ასე გიპასუხეს, მოსაუბრესთან გვარიანი ”რევერანსია” საჭირო, რათა მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროთ და თქვენს მიმართ დადებითად განაწყოთ.

”დიახ” - ეს სიტყვა თავად  ლაპარაკობს თავის თავზე, მოსაუბრე წინასწარ გამოხატავს თანხმობას ისე, რომ თავად ვერ აცნობიერებს ამას.

ტელეფონით წარმოთქმული ”დიახ”-აუჩქარებლობას, გაწონასწორებულობას, ნდობას, ხასიათის სირბილეს მოასწავებს. ასე რომ იმოქმედეთ მტკიცედ, მაგრამ  მოთმინებით.

”ილაპარაკეთ” - ეს აშკარა უხეშობაა. მართალია ამგვარად ძალიან იშვიათად პასუხობენ, მაგრამ მაინც, თუ მოსაუბრემ ასე გიპასუხათ, აუცილებელია თქვენც იგივე ტონი აირჩიოთ.

მხოლოდ ასეთ შემთხვევაში თუ მიაღწევთ თქვენსას. წინააღმდეგ შემთხვევაში ”განადგურება” არ აგცდებათ.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ