ა |
აბლუტოფობია – ცურვის შიში. ავიაფობია – ფრენის შიში (თვითმფრინავით, ან სხვა საშუალებებით). აგიოფობია (იეროფობია, გადიოფობია, გიეროფობია) – სასულიერო პირების, წმინდა ნივთების, წმინდანების შიში. აგიროფობია – ქუჩების, ქუჩის გადაკვეთის შიში. აგორაფობია – სივრცის, ღია ადგილების, მოედნების, ბაზრების, ხალხის მასის შიში. აგრიზოოფობია – ველური ცხოველების შიში. ოდონტოფობია – კბილების შიში. აილუროფობია – კატების შიში. აიხმოფობია (ენეტოფობია) – ნემსებისა და სხვა წვეტიანი საგნების შიში. აკაროფობია – მუნით და ტკიპებით დაავადების შიში. აკვაფობია – წყლის, ნესტის, სისველის შიში. აკლიუროფობია (ელუროფობია) – კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა შიში. აკრიბოფობია – წაკითხულის შინაარსის ვერ გაგების შიში. აკროფობია (ბატეოფობია, აეროკროფობია, აერონოსიფობია, გიპსიფობია, გიპოსოფობია) – სიმაღლის შიში. აკუსტიკოჰობია (ფონოფობია, ლიგიროფობია) – ხმების, მაღალი ბგერების, ტელეფონზე საუბრის შიში. ალეკსიაფობია – კითხვის და მეტყველების უნარის დაკარგვის შიში ალეკტოროფობია – ქათმების შიში. ალოდოქსოფობია – საკუთარი აზრის გამოთქმის შიში. ალბუმინუროფობია – თირკმელების დაავადების შიში. ალგინოფობია (ალგოფობია) – ტკივილის შიში. ამაქსოფობია (მოტოროფობია) – ავტომობილის მართვის შიში. ამატოფობია (კონიოფობია) – მტვრის შიში. ამბულოფობია (ბაზოფობია, ბაზიფობია) – ფეხით სიარულის შიში. ამიხოფობია – კანის დაზიანების შიში. ამნეზიფობია – მეხსიერების დაკარგვის, გულმავიწყობის შიში. ანაბლეპოფობია (ანაბლეფობია) – ზემოთ ახედვის შიში. ანართრია – დანაწევრებული მეტყველების უნარის მოშლის შიში ანატიდაეფობია – ბატების შიში. ანგინოფობია – ანგინის, ყელში გადაცდომის, გაგუდვის შიში. ანგლოფობია – ინგლისელებისა და ყოველივე ინგლისურის შიში. ანგროფობია – რისხვის შიში. ანდროფობია (ჰომინოფობია, არჰენჰობია) – მამაკაცების შიში. ანემოჰობია (ანკრაოფობია, აეროფობია) – ჰაერის, ქარის, ორპირი ნიავის შიში. ანკილოფობია – უძრაობის შიში. ანტისემიტიზმი (იუდოფობია) – შიში ყველაფერი ებრაულის მიმართ. ანტლოფობია – წყალდიდობის შიში. ანტოფობია (ანტროფობია) – ყვავილების შიში. ანთროპოფობია – ზოგადად, ადამიანების შიში. აპეიროფობია – უსასრულობის შიში. აპიფობია (მელისოფობია) – ფუტკრებისა და ბზიკების შიში. ალლიუმოფობია – ნივრის შიში. აპოპატოფობია – საზოგადოებრივი ტუალეტების შიში. არახიბუტიროფობია – არახისის კარაქის რბილ ზედაპირზე წასმის შიში. არახნოფობია – ობობების შიში. არითმოფობია – გარკვეული რიცხვებისა და ციფრების შიში. არსონფობია (პიროფობია) – ცეცხლის, ხანძრის შიში. ასინუფობია – ვირების შიში. ასიმეტრიფობია – ასიმეტრიული საგნების შიში. ასტენოფობია – სისუსტის, თავრუსხვევის, გულის წასვლის შიში. ასტრაპოფობია (ასტრაფობია, ბრონტოფობია, კერაუნოფობია) – ელვის შიში. ასტროფობია – ვარსკვლავებისა და ვარსკვლავიანი ცის შიში. ატაზაგორაფობია – შეუმცნევლად დარჩენის, იგნორირების შიში. ატაქსოფობია – უწესრიგობის შიში ატელოფობია – არასრულყოფილების, არასრულფასოვნების შიში. ატეფობია – ნანგრევების შიში. ატიხიფობია – შეცდომის დაშვების, მარცხის, წარუმატებლობის შიში. ატომოსოფობია (ატომოზოფობია) – ატომური, ბირთვული აფეთქების შიში. აულოფობია – ფლეიტის შიში. აურორაფობია – ჩრდილოეთის ნათების შიში. აუროფობია – ოქროს შიში. აუტომიზოფობია (მიზოფობია, რიპოფობია) – დაბინძურების, დასვრის, ბინძურ ნივთებზე მიკარების შიში). აუტოფობია (ანუპტაფობია, იზოლოფობია, მონოფობია, ერემოფობია, ერემიფობია) – მარტო დარჩენის, დაუქორწინებლობის, მარტოობის შიში. აფენფოსმფობია (აფენფოსმოფობია, ჰაფეფობია, ჰაპტოფობია) – შეხების შიში. აფობოფობია – ფობიების არქონის შიში. ახლუოფობია (ლიგოფობია, სკოტოფობია, ეკლუოფობია, ნიკტოფობია) – სიბნელის შიში. აცეროფობია – მჟავის შიში. აეროაკროფობია – ღია, მაღალი ადგილების შიში. |
ბ |
ბაზოფობია (ამბულოფობია, ბაზიფობია) – ფეხით სიარულის შიში. ბაზოსტაზოფობია (სტაზობაზოფობია) – ფეხზე დგომის შიში. ბალლისტოფობია – ტყვიების, რაკეტების, გასროლილი (ნატყორცნი) საგნების შიში. ბაროფობია – გრავიტაციის, მიზიდულობის ძალის შიში. ბაქტერიოფობია (ბაცილოფობია, მიკროფობია) – მიკრობების, ბაქტერიების შიში. ბატოფობია – მაღალი შენობების შიში. ბატტოფობია – ღრმა წყალსაცავების შიში. ბელენოფობია (ბელონეფობია, ბელონოფობია) – წვეტიანი საგნების, ჩხვლეტის, ნემსის გადაყლაპვის შიში. ბიბლიოფობია – წიგნების, ბიბლიოთეკების შიში. ბიფობია – ბისექსუალების შიში. ბლაპტოფობია – ვინმეს დამარცხების შიში. ბლატტოფობია – ტარაკნების შიში. ბლენნოფობია – ლორწოს, ყველაფერი ლორწოვანის შიში. ბოგიფობია (ფაზმოფობია) – მოჩვენებების, სულების, ეშმაკების, საფრთხობელების შიში. ბოლშეფობია – ბოლშევიკების შიში. ბოტანოფობია (ბოტონოფობია) – მცენარეების შიში. ბრომჰიდროფობია – უცხოების მიერ საკუთარის სხეულის არასასიამოვნო სუნის შემჩნევის შიში. ბრომიდროსიფობია (ბრომიდროფობია) – საკუთარი სხეულის სუნის შიში. ბრონტოფობია (კერაუნოფობია) – ჭექა-ქუხილის, ელვის, მეხის, შტორმის შიში. ბულიმია – მადის ავადმყოფური გაზრდა ბუფონოფობია (ბატრახოფობია) – ბაყაყების, გომბეშოების შიში. |