ბუჩქებში მომღერალ შაშვს ხის კენწეროდან ყვავმა გადმოსძახა:
- ვერ ვიტყვი, რომ ცუდად გალობ, მაგრამ უნდა გაჩუმდე.
- თუ ცუდად არ ვგალობ, რატომ უნდა გავჩუმდე?! - გაუკვირდა შაშვს.
- იმიტომ რომ, როცა შენ მღერი, მე აღარავინ მისმენს.
- ამიტომ მე არ უნდა ვიგალობო და შენ უნდა იყრანტალო?! - აჭახჭახდა შაშვი.
პოეზიის გვერდი • • • • • • ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა |