ბობმორა, გაზულუქებულ დათვს უჭამია, უსვამს, სკა გაუძარცვავს, თაფლი უსვლეპია, გამტყვრალა, ტყეში აღმა-დაღმა დაბაჯბაჯებს და დაღრიალებს:
დათვი ვარ და რა დათვი ვარ!
სულ მალაყებს გადავდივარ.
დარდი გულს არ ეკარება,
მიყვარს ლხინი, დროსტარება.
უქეიფოდ არად ვღირვარ,
დათვი ვარ, დარდიმანდი ვარ!
გამოცვივდნენ დაზაფრული ტყის ბინადარნი და აყვირდნენ:
- რა ამბავია, რა გაღრიალებს, ხიდან ხომ არ ჩამოვარდი და კისერი მოიტეხე, ან დაჭრილი ხომ არ ხარ!
- რა, არაფერი მიჭირს, მხეცივითა ვარ და ვმღერი.
- ეს სიმღერაა? დაგვზაფრე ხალხი!
- არ ვიცი რაა, ჩემი გულის ჭიას კი ვახარებ და…
- შენი გულისას ახარებ, მაგრამ რას გვერჩი, თავს რომ გვაბეზრებ და ჩვენი გულის ჭიას ჰკლავ?!
პოეზიის გვერდი • • • • • • ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა |