კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:44

ეშმაკმა ჭკვიანმა მელამ იფიქრა: ლომი რომ მსხვერპლს ძვალ-რბილიანად ნთქავს და კბილის გასაკრავს არაფერს გვიტოვებს, მეფედ რომ ბალახის მჭამელი სპილო იყოს, ხომ ავშენდით, მძორი თავზესაყრელად გვექნებაო.

მიადგა ვეება სპილოს და ეუბნება:

- თუ მეფობა ძალა და ღონეა, შენა გაქვს, შენი მომრევი ცხოველებში არავინაა. ლომს რომ ხორთუმი დაავლო და მიწას დაანარცხო, ან ფეხი დაადგა, გათავებულია მისი არსებობა. თუ სადმე სამართალია, მბრძანებელი შენ უნდა იყო.

- ძალა და ღონე კი, მაგრამ მე კეთილი ვარ.

- მერე, მაგას რა სჯობს!

- გულჩვილი ვარ, სისხლის დანახვაზე ვიზაფრები.

- აბა, ავი, გულღრძო, სისხლისმსმელი და უსამართლო გჯობს?!

- უსამართლო არა, მაგრამ სამართალმაც რომ მოითხოვოს, სისხლს მაშინაც ვერ დავღვრი. ამიტომ სჯობს, ახლა შენ წახვიდე და როცა ქათმის, ბატის, ბაჭიებისა და ვირთაგვების ჭამას გადაეჩვევი, როცა ჩემსავით ბალახის ჭმას დაიწყებ, მერე მოდი და მაშინ გადავწყვიტოთ: მეფედ სპილო უნდა იყოს თუ ლომი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ