მთელი ღამე თაგვებსა და ვირთაგვების ჭერაში გართული ბუ საამო სტვენა-გალობამ შეაშფოთა.
ბულბულის წკრიალი სმენას სტაცებს და ნადირობა ავიწყდება, სანახევროდ მშიერი რჩება.
მიფრინდა ვარდის ბუჩქთან და ბულბულს უსაყვედურა:
- რაა, რომ მთელი ღამე თავს არ დებ? მე დღე მძინავს, შენ დღისით საკვების ძებნას უნდები, დაღამდება და დილამდე გალობ და გალობ.
- მე ამის ნიჭი დამამადლა გამჩენმა და ჩემი საქმე ხომ უნდა ვაკეთო?
- ნიჭი კი, მარა... არასდროს ისვენებ? მეც... კი, შენს სიმღერას რა სჯობს, მაგრამ სმენას ატკბობ, ნადირობის ჟინს მართმევ, უმადობას მმართებ და ვშიმშილობ .
- ასე რომ არ ვქნა, მღრღნელებს ხომ მთლიანად მუსრს გაავლებ?
- მერე, მაგას რა სჯობს!
- კი, მაგრამ მერე რაღას ჭამ? შიმშილით ხომ მთლად სული გაგძვრება?!
ბუ დაფიქრდა: ბრძენი ბრძენია, ჭკუის სწავლა იმასაც სჭირდება.
პოეზიის გვერდი • • • • • • ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა |