კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:50

კამკამა, ცისფერ ტბაზე რომ მოოქროვილი, ქუნქულა ღრუბლებიდან ქათქათა თეთრი გედი დაეშვა.

ნაპირზე გაწოლილმა ბებერმა გველმა მარტო თავი კი არ წამოსწია, მთელი ტანით წამოიმართა, აყელყელავდა და შესძახა:

- რა სიხარულია, რა ბედნიერებაა! - და ისევ აიწია, მთლად კუდზე დადგა.

გაოცებულმა გედმა კისერი მოიღერა:

- შენზე ამბობენ, ბრძენიაო.

- მერედა, სიბრიყვის, ან უვიცობის რა შემამჩნიე?

- ისე ყელყელაობ და მაღლ-მაღლა იწევ, თითქოს გაფრენას აპირებდე!

- არა, - იუარა ბრძენმა - არც ისე უგუნური ვარ, არ ვიცოდე, რომ ვერასოდეს გავფრინდები, მაგრამ იმის ჭკუა-გონება კი მაქვს, ვინც ასე მშვენიერია და ასე თვალწარმტაცად დაფრინავს, მისი ფასი ვიცოდე და დაწოლილმა და მთვლემარემ არ ვუყურო.

- ასე დიდი ბედნიერებაა, რომ დავფრინავ?!

- ვისაც მშვენიერებით აღტაცება შეუძლია, ის უფრო ბედნიერია ვიდრე თვით მშვენიერება!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ