კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 16:48

ათასში ერთი მკითხველი თუ მოჰკრავდა თვალს გაზეთ "ნიუ-იორკ ჰერალდის" (13 აგვისტო, 1863) კუთხეში მიყუჟულ სამგლოვიარო განცხადებას:

"ნოლანი. აშშ კორვეტ "ლევანტის" ბორტზე... 11 მაისს გარდაიცვალა ფილიპ ნოლანი".

ეს განცხადება შემთხვევით მომხვდა თვალში. ნაპირზე გამორიყული ვბინადრობდი მაკინოუს ძველი მისიის შენობაში; ველოდი გემს, რომელსაც ერქვა "ლეიკ სუპერიორ" და რომელიც იგვიანებდა.

ვიდრე ჯაგარი მომედებოდა პირისახეზე, ვშთანთქე მთელი საკითხავი, რაც კი ხელთ ჩამივარდა - სამგლოვიარო და საქორწინო განცხადებების ჩათვლით "ჰერალდის" ფურცლებზე.

სახელები და სახეები კარგად მამახსოვრდება და მკითხველი მიხვდება, თუკი გააგრძელებს კითხვას, რომ ფილიპ ნოლანი უეჭველად უნდა მხსომებოდა. ათასობით მკითხველი ჩააშტერდებოდა აღნიშნულ განცხადებას,მის ავტორს "ლევანტის" ოფიცერს ამგვარად რომ შეედგინა:"11 მაისს გარდაიცვალა უსამშობლო კაცი".

დიახ, სწორედ "უსამშობლო კაცად" იყო ცნობილი ეს საბრალო ფილიპ ნოლანი იმ ოფიცერთა შორის, რომელთაც მასზე ევალებოდათ მეთვალყურეობა დაახლოებით ორმოცდაათი წლის განმავლობაში; ასევე იცნობდნენ მას ხელქვეითები ნაოსნობისას.

გავბედავ და ვიტყვი, რომ მრავალთ, ვისაც ჭიქა მოუჭახუნებია ნოლანისთვის ორ კვირაში ერთხელ მაინც სამწლიანი კრუიზის დროს, არასდროს შეუტყვიათ,რომ იგი იყო გვარად ნოლანი და ანდა საერთოდ ჰქონდა თუ არა გვარი ბედკრულს.

ამჟამად აღარაფერი დაშავდება,თუკი გავიხსენებთ ამ საბრალო კაცის თავგადასავალს. დღემდე არ შეიძლებოდა - დაწყებული იმ დროიდან, როდესაც მედისონის პრეზიდენტობა გასრულდა 1817 წელს; ამ ამბის საიდუმლოს მკაცრად შენახვა ითვლებოდა ღირსების საქმედ სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერთა შორის, რომელთაც თანმიმდევრობით ევალებოდათ მეთვალყურეობა ნოლანზე.

ამ კაცის თავგადასავალი სავსებით უცნობი რამ დარჩა პრესისათვის და ვგონებ, მთელი ქვეყნისათვისას - ეს უთუოდ მეტყველებს მეზღვაურთა კასტურ სულისკვეთებასა და პირადი ღირსების გრძნობაზე.

როდესაც სამშენებლო ბიუროში დამნიშნეს სამუშაოდ, სამხედრო-საზღვაო არქივებში ვიქექებოდი და ვასკვნი, რომ ყოველი ოფიციალური პატაკი ,რომელიც ეხებოდა ნოლანს, ალბათ, დაიწვა 1814 წელს, როდესაც ინგლისელმა გენერალმა როსმა ცეცცხლს მისცა

მთავრობის დაწესებულებანი ვაშინგტონში. ინგლისთან ომი რომ მთავრდებოდა, ერთ-ერთს ტაკერთაგან, ან შესაძლოა უოტსონთაგან, დაევალა ნოლანის მეთვალყურეობა და თავისი კრუიზიდან დაბრუნებისას პატაკი ჩააბარა ვაშინგტონში ერთ-ერთს კრაუნინშილდთაგან, რომელიც მოკალათებულიყო სამხედრო-საზღვაო სამინისტროში.

მაგრამ იქ ძალიან იუცხოვეს ნოლანის მთელი საქმე. წარმოდგენა არა მაქვს, მართლა არაფერი იცოდნენ ამ საქმის თაობაზე თუ ეს იყო "ნონ მი რიცორდო" ("მე არ მახსოვს"), ჩამოყალიბებული პოლიტიკურ პროგრამად. მაგრამ, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ 1817 წლიდან, და შესაძლოა ცოტა ადრიდანაც, არც ერთ სამხედრო-საზღვაო ოფიცერს არ მოუხსენებია ნოლანი თავის პატაკში განვლილი კრუიზის სესახებ.

მაგრამ,ვიმეორებ, უკვე აღარ არის აუცილებელი საიდუმლოების შენახვა და ახლა, როდესაც ის საცოდავი მკვდარია, ეგებ ღირდეს მოგითხროთ მისი თავგადასავალი, რათა ვუჩვენო ჩვენი დროის ახალგაზრდა ამერიკელებს -რას ნიშნავს "უსამშობლო კაცად" ყოფნა.

ფილიპ ნოლანი გახლდათ უებრო ახალგაზრდა ოფიცერი, რომელიც მსახურობდა დასავლეთ ლეგიონში, როგორც მაშინ ეძახდნენ ჩვენი არმიის დასავლეთ დივიზიას. როდესაც აარონ ბარმა თავისი პირველი გაბედული ექსპედიცია განახორციელა ნიუ-ორლეანისაკენ 1805 წელს, ფორტ მასაკში, თუ სადღაც სხვაგან მდინარის ზემო დინებაში, ავსულივით გადაეყარა ამ მხიარულ, მამაცსა და გონებამახვილ ახალგაზრდას; ეს მოხდა, ვგონებ, რომელიღაც წვეულებაზე.

ბარმა გამოარჩია ნოლანი, გამოელაპარაკა, ერთად გაისეირნეს. მერე თავის ბრტყელძირა ნავზე მიიპატიჟა და ერთიორი დღე იმგზავრეს მდინარეზე. ერთი სიტყვით, მოაჯადოვა ახალგაზრდა კაცი.. მომდევნო წელს კი საყაზარმო ცხოვრება ძალზედ მოსაწყენი შეიქმნა საბრალო ნოლანისათვის.

იგი დროდადრო სარგებლობდა დიდი ადამიანის ნებართვით - წერილი მიეწერა მისთვის. ვრცელ, მაღალფარდოვან და შთაგონებულ წერილებს თხზავდა. საბრალო ჯეელი მერე გადაწერდა ხოლმე და ასლსაც ამზადებდა. მაგრამ არასდროს ერთი სტრიქონიც კი არ მიუღია პასუხად იმ ბრწყინვალე არამზადისაგან.

გარნიზონის ოფიცრები დასცინოდნენ ნოლანს, რადგან იგი იკლებდა გართობას, სხვები სროლასა თუ ნიჩბოსნობაში რომ პოულობდნენ. ნოლანი კი უდრტვინველად განაგრძობდა ჯაფას ამ ვრცელი წერილების შესადგენად თავისი დიდი მეგობრისადმი.

მის კოლეგებს ვერ გაეგოთ, რატომ ჩაიკეტებოდა ხოლმე ნოლანი, როცა ისინი დროს ატარებდნენ სხვადასხვა აზარტული თამაშებით. პოკერი ჯერ არ იყო გამოგონილი.

მაგრამ მალე ყმაწვილკაცმა რევანში აიღო. ერთ მშვენიერ დღეს მისი აღმატებულება, ფრიად პატივცემული აარონ ბარი კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე, ოღონდ სულ სხვაგვარი იერით. მითქმა-მოთქმის თანახმად, მას ზურგს უმაგრებდა არმია და წინ ელოდა დიდი ძალაუფლება.

ბარს ოცი წუთიც არ ულაპარაკია მეთაურთან და მაშინვე სთხოვა ეხმოთ ლეიტენანტი ნოლანი. ხანმოკლე საუბრის შემდეგ შესთავაზა მონახულება მდინარისა. ნავით

გავისეირნოთ, ლელიანი და ბამბის ხეები შევათვალიეროთო. სინამდვილეში-ნოლანის

ცდუნება ეწადა.და როდესაც დაბრუნდნენ სეირნობიდან, ნოლანი სულითა და ხორცით

ბარის კერძი იყო.სწორედ ამ დროიდან, თუმცა თვითონ აზრზეც არ მოსულა, დაიწყო

ცხოვრება როგორც უსამშობლო კაცმა.

ძვირფასო მკითხველო, თქვენზე მეტი არაფერი ვიცი იმის თაობაზე, თუ რა ჩანაფიქრი

ჰქონდა ბარს. ახლა აღარც ღირს ხსენებად. .მაშინ კი როდესაც დიდი კატასტროფა

მოახლოვდა და პრეზიდენტმა ჯეფერსონმა, თავის ვირჯინიელებთან ერთად, წამოიწყო

ჯვარცმა ყველა შესაძლო კლარენსისა აწინდელი იორკის საგვარეულოდან , სახელმწიფო

ღალათსში ბრალდებულთა დიდი სასამართლო პროცესი გაიმართა რიჩმონდში.ხოლო

შორეული მისისიპის ველზე, რომელიც უფრო შორს იყო ჩვენგან , ვიდრე დღეს

პიუჯეტ-სანუდია, წვრილფეხობამ თავის პროვინციულ სცენაზე გაიმეორა სპექტაკლი.ფორტ

ადამსში, ზაფხულის ერთფეროვნების დასარღვევად სამხედრო სასამართლოს გადასცეს

ოფიცრები-რამდენიმე პოლკოვნიკი და ერთი მაიორი.და სია სრულყოფილი რომ

გამხდარიყო, იმათ ლეიტენანტი ნოლანიც მიაყოლეს. მის წინააღმდეგ კი, ღმერთმანი,

საკმარისად მოიპოვებოდა საბუთები- სამსახური მობეზრებული ჰქონდა, მზად იყო

ღალატისათვის და დაემორჩილებოდა ყოველ ბრძანებას, წასულიყო იქით, საითაც ეტყოდნენ

და წაეყვანა ისინიც, ვინც გაჰყვებოდა- "მისი აღმატებულების ა.ბარის მეთაურობით".

სასამართლო პროცესი გაჭიანურდა. დიდი თევზები გაუსხლტნენ მსჯავრს-რამდენადაც

ვიცი, სამართლიანად. ხოლო ნოლანის დანაშაული საკმარისად მიიჩნიეს სასჯელისათვის. მაგრამ, ვერც თქვენ, ძვირფასო მკითხველო, და ვერც მე ვერასდროს გავიგებდით მის სახელს, სასამართლოს თავმჯდომარეს სხდომის დასასრულს, რომ არ ეკითხა მისთვის, ხომ არა გსურთ რაიმე თქვათ იმის დასამტკიცებლად, რომ ყოველთვის ერთგული იყავით შეერთებული შტატებისაო.

და უეცრად ნოლანმა გააფთრებით იყვირა: "ეშმაკმა დასწყევლოს თქვენი შეერთებული შტატები! ღმერთო ჩემო არასდროს აღარ გამაგონოთ შეერთებული შტატების სახელი!"

მე მგონი, მან არ იცოდა, როგორ შეაძრწუნებდა მისი ნათქვამი ხანდაზმულ პოლკოვნიკ მორგანს, რომელიც თავმჯდომარეობდა სასამართლოს. ისიც სათქმელია, რომ სასამართლოს წევრ ოფიცერთა ნახევარი ემსახურებოდა რევოლუციას, საფრთხეში აგდებდა სიცოცხლეს და თავსაც სწრავდა სწორედ იმ იდეისათვის, რომელიც გამძვინვარებულმა ნოლანმა ასე უტიფრად შეაჩვენა.

ნოლანი , თავის მხრივ იზრდებოდა იმ დროინდელ დასავლეთ მხარეში, "ესპანური შეთქმულების", "ორლეანის შეთქმულების" და კიდევ სხვა შეთქმულებათა წიაღში.

განათლება მიიღო პლანტაციაში, სადაც მაღალ საზოგადოებას წარმოადგენდნენ ესპანელი ოფიცერი ანდა ფრანგი ვაჭარი ორლეანიდან. მისი განათლება, ასე თუ ისე სრულფილ იქნა სავაჭრო ექსპედიციებში ვერა კრუსამდე. თავად ნოლანისგან ვიცი, რომ მამამისმა კერძო რეპეტიტორად დაიქირავა ინგლისელი კაცი და მან ერთი ზამთარი დაჰყო იქ. ნოლანმა ნახევარი სიჭაბუკე გაატარა უფროს ძმასთან ერთად -ტეხასში ველურ ცხენებზე ნადირობდნენ.

ერთი სიტყვით, შეერთებული შტატები ნოლანისათვის ძნელად წარმოსადგენი რეალობა იყო. მაგრამ სწორედ შეერთებული შტატები აჭმევდა მას პურს არმიაში სამსახურისას. სწორედ შეერთებულ შტატებს შეჰფიცა ერთგულება, როგორც ქრისტიანმა. სწორედ შეერთებულმა შტატებმა უბოძა მას ოფოცრის მუნდირი და ხმალი.

ეჰ, ჩემო საბრალო ნოლან, შეერთებულ შტატებს რომ არ შეემოსე ღირსებით და არ გამოეცხადებინა შენთვის ნდობა, ეს მეამბოხე აარონ ბარი ძაღლადაც არ ჩაგაგდებდა, ისევე როგორც იმ მენავეებს, რომლებიც ემსახურებოდნენ მას.

მე არ ვამართლებ ნოლანს;მხოლოდ მინდა განვემარტო მკითხველს, თუ რატომ დასწყევლა მან თავისი სამშობლო და რატომ მოითხოვა, არასდროს არ გამაგონოთ მისი სახელიო.

არასდროს აღარც გაუგონია ერთი შემთხვევის გარდა. ამ დროიდან, ე.ი 1807 წლის 23 სექტემბრიდან ვიდრე 1863 წლის 11 მაისამდე, როდესაც სული დალია, მას არასდროს აღარ გაუგონია მისი სახელი. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ნოლანი იყო უსამშობლო კაცი.

პოლკოვნიკი მორგანი, როგორც მოგახსენეთ, სასტიკად შეძრწუნდა. ნოლანს რომ შეედარებიან ჯორჯ ვაშინგტონი მოღალატე გენერალ ბენედიქტ არნოლდისათვის ანდა ეყვირა: "ღმერთო, ჰფარვიდე ინგლისის მეფეს", მორგანი ამას უფრო იოლად გადაიტანდა. მან დაუყოვნებლივ გაიწვია მოსამართლენი თავის კაბინეტში და თხუტმეტი წუთის შემდეგ დაბრუნდა. სახეზე მიტკლის ფერი ედო, აი, რა წარმოთქვა:

"პატიმარო, ისმინეთ სასამართლოს განაჩენი! სასამართლომ გადაწყვიტა, თუკი პრეზიდენტი დასტურს მოგვცემს, რომ თქვენ არასდროს აღარ გაიგონოთ სახელი შეერთებული შტატებისა."

ნოლანს სიცილი აუტყდა, მაგრამ სხვას არავის გაუცინია. პოლკოვნიკ მორგანს ძალზე სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა და წუთით სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა დარბაზში. ნოლანმაც კი მყისვე დაკარგა თავისი კადნიერება და შეცბუნებული გაირინდა.

მერე მორგანმა დასძინა:

"ბატონო, აღმასრულებელო, წაიყვანეთ პატიმარი ორლეანში სამხედრო ნავით და ჩააბარეთ იქ სამხედრო-საზღვაო მეთაურს".

აღმასრულებელმა გასცა განკარგულება და პატიმარი გაიყვანეს დარბაზიდან.

"ბატონო აღმასრულებელო", განაგრძო პოლკოვნიკმა მორგანმა, "თვალყური გეჭიროთ, რომ

პატიმარს არავინ უხსენოს შეერთებული შტატები. ბატონო აღმასრულებელო, ორლეანში

მომიკითხეთ ლეიტენანტი მიტჩელი და სთხოვეთ, გასცეს ბრძანება , რომ გემზე ყოფნისას

პატიმარს არავინ უხსენოს შეერთებული შტატები.ამ საღამოს თქვენ მიიღებთ წერილობით

ბრძანებებს მორიგე ოფიცრისაგან.. სასამართლოს სხდომები გადადებულია გაურკვეველი

ვადით".

პოლკოვნიკი მორგანი, ვგონებ, თავად ჩავიდა ვაშინგტონში და სასამართლოს

გადაწყვეტილება პირადად მოახსენა მისტერ ჯეფერსონს. უეჭველია, რომ პრეზიდენტმა

მოიწონა ეს განაჩენი, თუკი ვენდობით იმ ადამიანებს ,რომლებსაც თავისი თვალით უნახავთ

მისი ხელმოწერა.ამროგად, ვიდრე "ნაუტილუსი" , სადაც გაამწესეს პატიმარი ,

ნიუ-ორლეანიდან მიაღწევდა ჩრდილოეთ ატლანტიკის სანაპიროს, განაჩენი დამტკიცებული

იყო და ნოლანი გადაიქცა "უსამშობლო კაცად".

გეგმა, რომელიც თავდაპირველად შეადგინეს, არსებითად იგივე რჩებოდა შემდგომშიც.

შესაძლოა, ეს გამოიწვია აუცილებლობამ, რომ პატიმარი გაეგზავნათ ზღვით ორლეანიდან .

სამხედრო-საზღვაო მინისტრს- ეს უნდა იყოს პირველი კრაუნინშილდთაგან , თუმცა იგი მე

არ მახსოვს, დაავალეს , რომ მოეთავსებინათ ნოლანი სამხედრო გემზე, რომელსაც

ხანგრძლივი კრუიზი ჰქონდა , და ბრძანება გაეცა ისე შეეზღუდათ პატიმარი, რომ მას

არაასოდეს ენახა თავისი სამშობლო და არასოდეს გაეგონა მისი სახელი.იმხანად სამხედრო

გემები ნაკლებად დადიოდნენ ხანგრძლივი კრუიზებით და სამხედრო-საზღვაო ფლოტს

ძალიანაც არ ანებივრებდნენ.რადგან თითქმის მთელი ეს ამბავი გადაქცეულა თქმულებად ,

როგორც ვთქვი, ზუსტად არ ვიცი, რომელი იყო ნოლანის პირველი კრუიზი. მაგრამ

მეთაურმა ვისაც იგი მიანდეს - შესაძლოა , ეს გახლდათ ტინჯი ანდა შოუ , თუმცა ,ვფიქრობ,

რომ იქნებოდა ვინმე უფრო ახალგაზრდათაგან, ჩვენ ახლა საკმაოდ ხნიერნი ვართ

,-მოაწესრიგა ეტიკეტი და გამაფრთხილებელი ზომები.და მისი გეგმა სრულდებოდა, ალბათ,

ნოლანის სიკვდილამდე.

დაახლოებით, ოცდაათი წლის შემდეგ, როდესაც გემის კაპიტნის თანაშემწედ ვმსახურობდი

"ინტრეპიდზე" , ვნახე ინსტრუქციათა თავდაპირველი ნუსხა.დღემდე ვწუხვარ, რომ მისი

ასლი არ გადმომიღია.ასე თუ ისე, იგი ამგვარად გამოიყურებოდა:

ვაშინგტონი (თარიღი, რომელიც უნდა იყოს 1807 ხლის მიწურული) შეერთებული შტატების

არმიის ყოფილ ლეიტენანტს.

"სერ, ლეიტენანტ ნილისაგან თქვენ ჩაიბარებთ ტუსაღ ფილიპ ნოლანს , შეერთებული

შტატების ყოფილ ლეიტენანტს.

ამ პერსონამ თავის პროცესზე , სამხედრო სასამართლოში, წყევლა-კრულვით გამოთქვა

სურვილი , არასოდეს აღარ გამაგონოთ შეერთებული შტატების სახელიო.

სასამართლომ მიუსაჯა მას ამ სურვილის დაკმაყოფილება.

ამჟამად, პრეზიდენტმა ბრძანების შესრულება მიანდო სამხედრო- საზღვაო სამინისტროს.

თქვენ აიყვანთ ტუსაღს თქვენს გემზე და ყველანაირ ზომებს მიიღებთ , რათა თავიდან

აიცდინოთ მისი გაქცევა.

თქვენ უზრუნველყოფთ მას იმგვარი საცხოვრისით, რაციონითა და სამოსელით, რაც

შეეფერება მისი რანგის ოფიცერს- თითქოს იგი იმყოფებოდეს თქვენს გემზე მგზავრად,

რომელიც თავისი მთავრობის გარკვეულ დავალებას ასრულებს.

გემის ოფიცრები შეთანხმდებიან ტუსაღთან მათთვის შესატყვისი ურთიერთობის თაობაზე.

არ უნდა მიაყენონ რაიმე დამცირება და არც ის არის აუცილებელი, რომ შეახსენონ ხოლმე,

ტუსაღი ხარო.

მაგრამ მან, არავითარ შემთხვევაში, არასოდეს აღარ უნდა გაიგონოს თავისი სამშობლოს

სახელი ან წაიკითხოს ცნობები სამშობლოს შესახებ. და თქვენ საგანგებოდ უნდა

გააფრთხილოთ გემის ყველა ოფიცერი, რათა იზრუნონ იმაზე, რომ ეს წესი, რასაც

ითვალისწინებს მისი სასჯელი, სხვადასხვა შეღავათების გაწევისას არ დაირღვეს.

მთავრობის მიზანი ისაა, რომ ტუსაღმა ვერასოდეს ვეღარ ნახოს თავისი სამშობლო,

რომელსაც განუდგა.თქვენი კრუიზის დასასრულს, თვენ მიიღებთ ბრძანებებს, რომლებიც

უზრუნველყოფენ ამ განზრახვის გაგრძელებას.

პატივისცემით - თქვენი უ.საუდჰერდი,

სამხედრო-საზღვაო მინისტრის მაგიერ."

მთლიანად რომ შემენახა ეს დოკუმენტი აღარ გაჩნდებოდა ხარვეზი ჩემი მონათხრობის

დასაწყისშივე. კაპიტნმა შოუმ, თუკი ეს მართლაც შოუ იყო, გადასცა დოკუმენტი თავის

მემკვიდრე-მეთვალყურეს ,იმანაც- თავის მემკვიდრეს და ვგონებ "ლევანტის" კაპიტანს

დღესაც ექნება იგი, როგორც რწმუნებულება- ჰყოლოდა ნოლანი არცთუ მკაცრ პატიმრობაში.

იმ გემებზე, სადაც შევხვედრივარ "უსამშობლო კაცს" , თავიდანვე მიღებული წესი მგონი

მემკვიდრეობით გადადიოდა.არცერთ კაიუტ-კომპანიას არ ეხლისებოდა მისი სტუმრობა,

რადგან იძულებულნი იყვნენ კრინტი არ დაეძრათ სამშობლოზე ანდა შინ დაბრუნების

პერსპექტივებზე, პოლიტიკასა და ლიტერატურაზე, მშვიდობასა თუ ომზე- ერთი სიტყვით

ეკრძალებოდათ ლამის ყველაფერი ,რაზეც საუბრობენ ხოლმე შორეულ ნაოსნობაში.მაგრამ,

ძალზე ულმობელი იქნებოდა, მხოლოდ სალმით დავკმაყოფილებულიყავით და საბოლოოდ

ყველანი ერთ ქვაბში ვიხარშებოდით.ნოლანს ნება არ ჰქონდა, რომ გამოლაპარაკებოდა

მატროსებს-ოფიცრის დაუსწრებლად.ხოლო ოფიცრებთან ნებადართული ჰქონდა ,თუკი

ისინი ინებებდნენ, და როგორც ინებებდნენ.მაგრამ ნოლანი მორცხვობდა, თუმცა ზოგიერთს

საკმაოდ დაუახლოვდა და ერთ-ერთი მათგანი მე გახლდით.

გემის კაპიტანი ყოველთვის ეპატიჟებოდა სადილად ორშაბათობით.ყოველი კაიუტ-კომპანია,

თავის მხრივ, მორიგეობით იწვევდა ხოლმე.ოფიცერთა კაიუტ-კომპანიაში უწევდა სტუმრობა

ხშირად თუ იშვიათად -გემის სიდიდის შესაბამისად.საუზმეს იგი მიირთმევდა თავის

კაიუტაში, რომელსაც ყოველთვის გამოუყოფდნენ.კაიუტის კარს ფხიზლად ადევნებდა

თვალს გუშაგი ანდა რომელიმე მორიგე.მარტოდმარტო უწევდა დანაყრება.ხანდახან

როდესაც საზღვაო ქვეითები თუ მატროსები აწყობდნენ საზეიმო წვეულებას, მათ ნებას

აძლევდნენ დაეპატიჟათ "სამოქალაქო ღილები" ,როგორც ისინი ეძახდნენ ნოლანს.ოღონდ

უნდა მისულიყო ოფიცრის თანხლებით .მასპინძლებს,ცხადია, ეკრძალებოდათ ხმის ამოღება

სამშობლოზე და ერთი სული ჰქონდათ როდის გაისტუმრებდნენ უსამშობლო კაცს.

ჩემი აზრით ყოველივე ეს მიზნად ისახავდა იმას,რომ ნოლანის სასჯელს ჭკუა ესწავლებინა

ყველასათვის.მატროსებმა მიტომ შეარქვეს მას "სამოქალაქო ღილები" , რომ მართალია მას

ეცვა წესდებით დადგენილი სამხედრო მუნდირი,მაგრამ ნებას არ აძლევდნენ ეტარებინა

სამხედრო ღილები, სადაც აღბეჭდილი იქნებოდა ინიციალები ან ემბლემა მისი სამშობლოსი,

რომელსაც განუდგა.

მაგონდება, რომ ფლოტში ჩემი ჩარიცხვიდან ცოტა დრო იყო გასული, როდესაც ნაპირზე

ვიმყოფებოდი ჩვენი გემისა და "ბრენდიუაინის" რამდენიმე უფროს ოფიცერთან ერთად. ნება

დაგვრთეს გაგვესეირნა კაიროსა და პირამიდებისაკენ.ვირებით მივჩაქჩაქებდით.სიტყვა

ჩამოვარდა ნოლანზე და ერთმა ოფიცერმა გაგვაცნო ის სისტემა, რომელიც თავიდანვე იყო

მიღებული მისი წიგნებისა და სხვა საკითხავის თაობაზე.ნოლანს ხომ თითქმის არასდროს

აძლევდნენ ნაპირზე გადასვლის ნებას, თუნდაც გემი თვეობით დაყოვნებულიყო

ნავსადგურში.ასე რომ, მისთვის ძალზე მოსაწყენად მიედინებოდა დრო.ამიტომაც ყველას

შეეძლო ეთხოვებინა წიგნები, თუკი ისინი არ იყო გამოქვეყნებული ამერიკაში ან ამერიკა არ

იქნებოდა იქ ნახსენები.ამ პირობის შესრულება საკმაოდ იოლდებოდა მაშინ, ვინაოდან

დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ნაკლებად საუბრობდნენ ამერიკაზე.

ნოლანი ნახულობდა თითქმის ყველა უცხოურ გაზეთს, რომელიც ადრე თუ გვიან, აღწევდა

გემამდე.ოღონდ ჯერ ვინმეს უნდა გადაეკითხა, ამოეჭრა ყოველი განცხადება ან გზააბნეული

შენიშვნა , სადაც ახსენებდნენ ამერიკას. ეს ზოგჯერაც, ცოტა არ იყოს სისასტიკეს

წააგავდა,რადგანაც ამოჭრილი მეორე მხარე შეიძლება ყოფილიყო ისევე უცოდველი როგორც

ჰესიოდე.

აი, ასე შევიტყვე იმ გეგმის შესახებ , რომელიც შემდგომში მეც უნდა შემესრულებინა

ზედმიწევნით ბეჯითად. ეს კარგად მახსოვს,რადგან ფილიპსმა ,როგორც კი სიტყვა

ჩამოვარდა ნოლანის საკითხავზე, გვიამბო თუ რა შეემთხვათ კეთილი იმედის კონცხთან

,ნოლანის პირველი მოგზაურობისას.სხვა არაფერი მსმენია ამ მოგზაურობაზე.

ისინი მიუახლოვდნენ კონცხს და შეყოვნდნენ, რათა სწვეოდნენ სტუმრად ინგლისელ

ადმირალს.შემდეგ ელოდათ ხანგრძლივი კრუიზი ინდოეთის ოკეანეში.ფილიპსმა ბლომად

წიგნები ითხოვა იქაური ოფიცრისაგან, რაც იმხანად ,ისევე როგორც ახლა, დიდ იღბლად

ჩაითვლებოდა.ამ წიგნებს შორის, თითქოსდა ეშმას განკარგულებით, აღმოჩნდა "ბალადა

უკანასკნელი მენესტრელისა" ,რომელიც ყველას კი ჰქონდა გაგონილი,მაგრამ თვალით

არასოდეს ენახათ.ეტყობა,ახლად იყო გამოქვეყნებული.კეთილი და პატიოსანი, მაგრამ

არავის მოსვლია თავში,რომ ნოლანისათვის იქ საფრთხე რამ მოიპოვებოდა..თუმცა ფილიპსი

იფიცებოდა ,ჯიგარმა შოუმ,ვიდრე ნოლანს გადასცემდა, შექსპირიდან ამოჭრა "ქარიშხალი"

,რადგან "ბერმუნდის კუნძულები ჩვენი უნდა იყოს და ,ღვთის წყალობით კიდევაც

გახდებაო."

ჰოდა,ერთ შუადღეს ბიჭებმა შინაურულად მიიპატიჟეს ნოლანი, შემოგვიერთდიო.გემბანზე

ჩამომსხდარიყვნენ ,თამბაქოს ეწეოდნენ და მორიგეობით კითხულობდნენ წიგნს

ხმამაღლა.ამჟამად ასეთ სურათს იშვიათად წააწყდებით,მაგრამ ჩემს ახალგაზრდობაშ,ძალზე

ხშირად, ასე ვატარებდით დროს.

კეთილი.ამასობაში ნოლანის ჯერიც დადგა ,წიგნი ხელში აიღო და შეუდგა კითხვას.როგორც

მიამბეს, ძალიან კარგად კითხულობდა .იქ მყოფთაგან პოემის ერთი სტრიქონიც კი არავის

წაეკითხა მანამდე.მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ჯადოქრობასა და რაონდებზე იყო და

ყველაფერი ხდებოდა ლამის ათი ათასი წლის წინათ.

საბრალო ნოლანმა შეუფერხებლად წაიკითხა მეხუთე სიმღერა, წუთით შეჩერდა,ცოტა

გადაკრა კიდეც და განაგრძო.აზრზე არ იყო, წინ რა ელოდა.

" ვით ცოცხლობს კაცი,მკვდარი სულითა,

რომ ვერასოდეს წამოიძახებს.. "

დღეს შეუძლებლად გვეჩვენება,რომ ვინმეს წაკითხული არ ჰქონდეს ეს სტრიქონები;მაგრამ

რას იზამ,ამ ბიჭებს მართლა პირველად ესმოდათ ეს და საბრალო ნოლანმაც განაგრძო ჯერ

კიდევ გაუაზრებლად და მექანიკურად:

"ეს არის ჩემი მშობელი მიწა!"

და უკვე ყველა მიხვდა, რომ საქმე ვერ იყო რიგზე.მაგრამ ნოლანს იმედი

გაუჩნდა,დაბრკოლებას სწრაფად გადავლახავო.თქვენც არ მომიკვდეთ.ვგონებ,ოდნავ

გაფითრდა და თითქოს მორევში გადაეშვაო,ამოიგმინა:

"და ვისი გულიც არ აენთება,

როცა სამშობლო მის ნაბიჯს იცნობს

უცხოეთიდან მობრუნებისას..

ნუთუ არსებობს ასეთი ვინმე?"

აქ კი ყველას თავგზა აებნა.ეწადათ რომ რამენაირად იძულებული გამხდარიყო

გადაეფურცლა ორიოდ გვერდი,მაგრამ ნოლანს საამისოდ მხნეობა არ ეყო.ერთხანს

დუმდა,პირისახე წამოუჭარხლდა და ბორძიკით განაგრძო:

"მგოსანი მისთვის არ ამღერდება,

ვინც უნდა იყოს სახელიანი

სიმდიდრითა თუ ძალმოსილებით ,

ბედკრული არის და გულჩაკლული."

საბრალო ჯეელს სუნთქვა შეეკრა,აღარ ძალუძდა გაეგრძელებინა კითხვა.ზეზე წამოიჭრა და

წიგნი ზღვაში მოისროლა.მერე კი გაუჩინარდ თავის კაიუტაში.

"იუპიტერს ვფიცავ",თქვა ფილიპსმა, "ორი თვე თვალი აღარ მოგვიკრავს.მე კი, სხვა რა გზა

მქონდა, რაღაც უბადრუკი ზღაპარი შევთხზე იმ ინგლისული ქირურგისათვის უოლტერ

სკოტი რატომაც ვერ დაგიბრუნე-მეთქი."

ეს მოხდა დაახლოებით იმ დროს,როცა ნოლანის სიმტკიცეს უკვე ბზარი გასჩენოდა.როგორც

ამბობენ, თავდაპირველად არაფერს ეპუებოდა, თავისი პატიმრობა მიაჩნდა უბრალო

ფარსად.ტკბებოდა ზღვაზე მოგზაურობით და ა.შ. მაგრამ ფილიპსის სიტყვით ,უოლტერ

სკოტის შემდეგ ბარე ორი თვე რომ გავიდა და კაიუტიდან გამოსული ვნახეთ,წინანდელ

ნოლანს ერთ ბეწოზეც აღარ ჰგავდაო.წიგნი აღარასოდეს წაუკითხავს ხმამაღლა, თუკი ეს არ

იქნებოდა ბიბლია ანდა შექსპირი, ან კიდევ სხვა რამ-ასევე ეჭვმიუტანელი და უსაფრთხო.

მაგრამ მარტოოდენ ეს არ იკმარა.არასოდეს აღარ დაამხანაგებია ახალგაზრდებს.როდესაც

გავიცანი,მუდამ მორცხვად იქცეოდა.ძალზე იშვიათად ლაპარაკობდა.თუკი არ

გაესაუბრებოდი, ხმასაც არ მოიღებდა. ერთი-ორი კაცის გამოკლებით არავის

ეკარებოდა.ხანდახან თუ აენთებოდა ხოლმე. მახსენდება, რომ ერთობ გვიან გავიგონე მისი

ხმა საკმაო მჭევრმეტყველებით ამტკიცებდა ფლეშის ქადაგებებთან დაკავშირებით.საერთოდ

კი ჰქონდა ნერვიული და არაქათგამოცლილი გამოხედვა შიგ გულში დაჭრილი კაცისა

როდესაც კაპიტანი შოუ ბრუნდებოდა - ვიმეორებ, თუკი ეს იყო შოუ- ყველასთვის

მოულედნელად ღუზა ჩაუშვეს უინდვორდის კუნძულთან და დაახლოებით ერთი კვირა

დაყოვნდნენ. ბიჭები ამბობდნენ, ოფიცრებს ყელში ამოუვიდათ დამარილებული ხორცი -

ვიდრე შინ დავბრუნდებით, კუს სუფი მაინც ვიგემოთო.

რამდენიმე დღის შემდეგ კუნძულს "უორენი" მოადგა.გემები ერთიმეორეს მიესალმნენ

სიგნალით. "უორენიდან" ფილიპსსა და სხვა შინ მიმავალთ გადასცეს წერილები და

გაზეთები.აცნობეს, შორეულ კრუიზში მივემართებით, შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვაშიო.

და საბრალო ნოლანი კი , თავისი ბარგი-ბარხანით, გემზე აიყვანეს.იგი ძალზე გაოგნებული

ჩანდა , როდესაც უთხრეს, გაემზადეო.საკმარისად ერკვეოდა ვარსკვლავებში, რომ

მიმხვდარიყო, სწორედ ამ წუთამდე იგი "შინისაკენ" მიემგზავრებოდა.მაგრამ ახლა აშკარა

შეიქნა ის,რაც მანამდე ეგებ არც უფიქრია- რომ მისთვის გამორიცხული იყო "შინ წასვლა"

,ციხესაც კი არ აღირსებდნენ.და ეს გახლდათ პირველი იმ ოცი გადაადგილებიდან, რომელიც

შემდგომში უწევდა. მან მოიარა ჩვენი ფლოტის საუკეთესო გემების ნახევარი, მაგრამ

რამდენიმე ასეულ მილზე არ მისდგომია იმ ქვეყნის მიწას, რომელზეც თქვა, მაგის სახელს

ნუღარ გამაგონებთო.

შესაძლოა, ეს მოხდა ამ მეორე კრუიზის დროს, როდესაც ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდნენ,

და მისის გრეფი, სამხრეთ შტატების იმ დროინდელი მშვენება და სიამაყე ეცეკვა ნოლანს.

გემი დიდხანს იდგა რეიდზე ნეაპოლის ყურეში და ჩვენი ოფიცრები ფრიად გაუშინაურდნენ

ინგლისის ფლოტს.ზეიმებსა და გართობებს ბოლო არ უჩანდა და ჩვენებმაც განიზრახეს ,რომ

გაემართათ დიდი მეჯლისი.როგორ მოახერხეს ეს "უორენზე" ვერაფრით ვერ გამიგია.ვინ

იცის, ეგებ ეს არ იყო "უორენი" ანდა შესაძლოა , ქალბატონები მაშინ არ იკავებდნენ იმდენ

ადგილს, რამდენსაც დღეს.ოფიცრებმა მოინდომეს ნოლანის კიუტის გამოყენება რაღაც

მიზნით და ეუხერხულათ რომ არ მიეწვიათ მეჯლისზე.კაპიტანმა ნება დართო ,თუკი პასუხს

აგებდნენ იმაზე, რომ ნოლანი ხმას არ გაცემდა არავის, "ვინც მიაწვდიდა ინფორმაციას".

გაჩაღდა მეჯლისი.გავბედავ და ვიტყვი,რომ ეს იყო უმშვენიერესი საღამო, რომელიც კი

ოდესმე გამართულა და არასოდეს მსმენია მსგავსი მეჯლისი რომელიმე სამხედრო გემზე.

ქალთა საზოგადოებას შეადგენდა ამერიკელი კონსულის ოჯახი, ერთი თუ ორი

მოგზაური,რომელსაც გაებედა ესოდენ შორეული ვოიაჟი და ბრჭყნვალე გუნდი ინგლისელი

გოგოებისა და ქალბატონებისა მგონი, მათ შრის თვით ლედი ჰამილტონიც იმყოფებოდა.

კეთილი და პატიოსანი. ოფიცრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ახლოს რომ ეტრიალათ

ნოლანთან და მეგობრულად შეექციათ იგი,რათა სხვა არავინ გამოლაპარაკებოდა. ცეკვა

ხალისიანად გრძელდებოდა და მოკლე ხანში მათაც კი ვინც ნოლანის საპატიო

მეთვალყურეებად გაამწესეს,გაუქრათ შიში იმისა,რომ გაუთვალისწინებელი რამ

მოხდებოდა. მხოლოდ მაშინ,როდესაც ერთმა ინგლისელმა ქალბატონმა,შესაძლოა ეს იყო

სწორედ ლედი ჰამილტონი, ითხოვა "ამერიკული ცეკვების " გამართვა-მოხდა მოსახდენი.

იმხანად ყველა ცეკვავდა კონტრდანსებს.

შავკანიანთა ორკესტრმა "ამერიკულ ცეკვებს " აღტკინებით მიაკუთვნა "ვირჯინი რილ " , მერე

დაუკრეს " მინი-მასკ", რომელსაც იმდროინდელი წესითა და რიგით უნდა მოჰყოლოდა

"ჩვენი ძვირფასი 13 შტატი". მაგრამ როგორც კი დირიჟორმა სახელად დიკმა თავისი ჯოხით

ნიშანი მისცა ვიოლინოებს და ნამდვილი ზანგური მოხდენილობით საზოგადოებისაკენ

შებრუნდა,რათა გამოეცხადებინა : ბატონებო და ქალბატონებო,ჩვენი ძვირფასი ცამეტნნიო

ისევე როგორც მანამდე გამოაცხადა "ვირჯინი რილ, გეთაყვა"და "მინი-მასკ , გეთაყვა" ,

სწორედ მაშინ კაპიტნის ფარეშმა მხარზე მოუთათუნა ხელი, რაღაც ჩასჩურჩულა ყურში და

დიკს აღარ გამოუცხადებია სახელწოდება ცეკვისა ; ტავის დაკვრა იკმარა და მელოდიაც

აჟღერდა .ყველა მიხვდა ყველაფერს,უფრო სწორად-მიხვდნენ ჩვენი ოფიცრები,ინგლისელ

გოგოებს რომ ასწავლიდნენ ჩვენებური ცეკვის ილეთებს ,ოღონდ არარ აუხსნიათ მათთვის

თუ რატომ წაერთვა სახელწოდება ამ ცეკვას.

მაგრამ ოირველ სიტყვას მოვიდეთ. ცეკვები გრძელდებოდა.როგორც მოგახსენეთ, ნოლანი და

ჩვენი ბიჭები უკვე იმდენად გალაღდნენ, რომ სავსებით ბუნებრივი ეჩვენათ როდესაც მან

თავი დაუკრა ამ გადასარევ მისის გრეფს და უთხრა:

"მისს რატლიჯ, იმედი მაქვს რომ გახსოვართ.თქვენთან ცეკვის პატივს თუ დამდებთ?"

ეს ისე სწრაფად მოხდა,რომ ნოლანის თანმხლებმა ფელოუზმა ვერ მოასწრო ჩარევა.ქალმა

გაიცინა და თქვა

"მისტერ ნოლან ,მე აღარავარ მისს რატლიჯი,მაგრამ სულერთია მაინც ვიცევებ

თქვენთან",-ფელოუზს უხმოდ ანიშნა,ნურაფრის შიში ნუ გექნებათო და გაუძღვა ნოლანს

საცეკვაო მოედნისაკენ.

ნოლანმა იფიქრა, ბედმა გამიღიმაო.იგი იცნობდა ამ ქალს ფილადელფიიდან და სხვაგანაც

არაერთხელ შეხვედროდა.მართლაც ღვთის წყალობად მოეჩვენა მისი ნახვა.კონტრდანსებში

ბევრი ლაპარაკი არაა მიღებული , როგორც კოტილიონსა თუ ვალსის პაუზებში;მაგრამ აქაც

შეიძლება ერთი-ორი სიტყვის თქმა ანდა სათქმელის გამოხატვა თვალებით.

ნოლანმა შორიდან მოუარა ,სიტყვა ჩამოიუგდომის მოგზაურობაზე ევროპაში, ახსენა

ვეზუვი, ფრანგები, მერე კი , როცა ერთი თალია მოათავეს და თავის ჯერს ელოდნენ , ჯიქურ

დაუსვა შეკითხვა პარტნიორს.თანაც ფერი წაუვიდაო-ასე მიამბო ამ ქალმა მრავალი წლის

შემდეგ.

"მისის გრეფ,სამშობლოდან რაღა ისმის?"

და ამ ბრწყინვალე ქმნილებამ თვალი თვალში გაუყარა ნოლანს.ღმერთო ჩემო, ვერ

წარმოიდგენთ როგორი მზერა ესროლა.

"სამშობლოდან?!მისტერ ნოლან!!! მე მგონი, თქვენ სწორედ ის კაცი ბრძანდებით, სამშობლოს

სახელის გაგონებაც რომ აღარ ისერვა".

ესა თქვა და მყისვე გაეშურა გემბანზე მყოფი თავისი ქმრისაკენ.საბრალო ნოლანი, როგორც

ყოველთვის, კვლავ მარტო დარჩა.მეტი აღარც უცეკვია.

არ ძალმიძს, რომ დალაგებით მოვყვე მისი თავგადასავალი.ანკი ვინ შეძლებდა ამჟამად.და

არცა ვცდილობ.

გიამბობთ იმ გადმოცემებს, რომლებიც გამოვარჩიე მითებისაგან, ნოლანზე რომ შეიქმნა

ორმოცი წლის განმავლობაში.მის შესახე შეთხზულ სიცრუეთა სახელი ლეგიონია. ბიჭები

ამბობდნენ ხოლმე, რომ სინამდვილაში ის იყო "რკინის ნიღაბი" ;ხოლო საწყალი ჯორჯ პონსი

ისე ჩავიდა სამარეში, რომ ნოლანი ეგონა "ჯუნიუსის " ავტორი, რომელიც დასაჯეს თავისი

სახელგანთქმული ცილისწამებისათვის პრეზიდენტ ჯეფერსონზე.რას იზამ,პონსი მწყრალად

იყო ისტორიასთან.

ყველაზე საამო ამბავი ნოლანისა ომის დროინდელია და მალევე მოჰყვა ზემოთქმულს.ეს

მსმენია სამი თუ ოთხი ვერსიით.და ვინ იცის, ეგებ მხოლოდ ერთხელ როდი

მომხდარა.მაგრამ სახელდობრ რომელ გემზე მოხდა ,ვერ გეტყვით.ასეა თუ ისე, ერთ საზღვაო

დუელში ინგლისელებთან- ეს იყო ჩვენი ფლოტის ნამდვილი საბრძოლო ნათლობამტრისგან ნასროლი ჭურვი პირდაპირ ბორტს მოხვდა და პირწმინდად გააქრო თითქმის

მთელი გუნდი მეზარბაზნეთა თავისი მეთაურიანად.

ახლა თქვენ შეიძლება ბრძანოთ სიმამაცის თაობაზე, რაც მოგეპრიანებათ, მაგრამ

შესახედავად სრულიადაც არ ყოფილა მიმზიდველი სანახაობა.როდესაც გადარჩენილნი

გონს მოვიდნენ და სანიტრებთან ერთად გაიტანეს დაღუპულთა ცხედრები, უეცრად

გამოჩნდა ნოლანი.ჟილეტი ეცვა და ზუმბი ეჭირა ხელში. თითქოს მეთაური იყო, ისეთი

თავდაჯერებით გასცა ბრძანება, ვის უნდა წაეყვანა დაჭრილნი კუბრიკში და ვინ უნდა

დარჩენილიყო ადგილზე.მშვიდად და დარწმუნებით იქცეოდა, სხვებსაც ეგრძნოთ

ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი რიგზე იქნებაო.

ნოლანმა თავისი ხელით დატენა ქვემეხის ლულა,მიზანში ამოიღო მტერი და

ბრძანა:ცეცხლიო.ქვემეხის მეთაურად დადგა, მტრის ცეცხლქვეშ მყოფ ბიჭებს

ამხნევებდა.ჩამომჯდარიყო ლაფეტზე სანამ ქვემეხის ლულა გრილდებოდა ,თავშესაფარი არ

უძებნია და თავისიანებს ასწავლიდა ,თუ როგორ დაეჭირათ ხელში ჭურვი, აცინებდა კიდეც

საკუთარ შეცდომებზე.როდესაც ქვემეხის ლულა კვლავ გაგრილდა, დატენა და ორჯერ მეტი

სიხშირით ისროდნენ, ვიდრე ოდესმე უსროლიათ ამ გემზე.ამასობაში მებრძოლთა

გასამხნევებლად დაწინაურდა გემის კაპიტანი.ნოლანი მისალმების ნიშნად, ხელით შეეხო

თავის ქუდს და მოახსენა კაპიტანს:

"სერ, მე ვასწავლიდი ბიჭებს როგრ ვაკეთებდით ამას არტილერიაში."

და აი, აქ კი ყველა ლეგენდა ერთმანეთს ემთხვევა.

კაპიტანმა თქვა:

"მე მშვენივრად ვხედავ რაც გააკეთეთ და მადლობას მოგახსენებთ ,სერ;და მე არასოდეს

დამავიწყდება ეს დღე და თქვენც არასოდეს დაგავიწყდებათ ,სერ".

მას შემდეგ რაც ყველაფერი მოთავდა და ინგლისელები დაგვნებდნენ, ოფიციალური

ცერემონიალის დროს გემის კაპიტანმა თქვა:

"სად არის მისტერ ნოლანი?სთხოვეთ მისტერ ნოლანს აქ მობრძანდეს".

და როდესაც ნოლანი მოვიდა, კაპიტანმა ასე მიმართა:

"მისტერ ნოლან, დღეს ჩვენ ყველანი ძალზე მადლიერნი ვართ თქვენი;დღეს თქვენ ერთი

ჩევნგანი ხართ;თქვენ მოხსენიბულ იქნებით პატაკში".

და მერე ამ ხანშიშესულმა კაცმა თავისი ხმალი გადასცა ნოლანს და აიძულა, წელთ

შემოერტყა.ეს ყველაფერი თვითმხილველმა მიამბო.ნოლანი ბალღივით ტიროდაო და

დიახაც, უნდა ეტირა.მას ხომ აღარ უტარებია ხმალი იმ წყეული დღიდან ფორტ

ადამსში.ამიერიდან კი საზეიმო ცერემონიებზე მუდამ ატარებდა ამ მოხდენილ ფრანგულ

ხმალს,გემის კაპიტანმა რომ უბოძა.

კაპიტანს სიტყვა არ გაუტეხავს და მართლაც მოიხსენია ნოლანი თავის პატაკში.იმასაც

ამბობდნენ, ნოლანის შეწყალება ითხოვაო.საგანგებო წერილი გაუგზავნია სამხედრო

მინისტრის სახელზე, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.როგორც ვთქვი, ეს მოხდა

დაახლოებით იმ ხანებში, როცა ნოლანის საქმე უკვე აღარავის აღარ ახსოვდა ვაშინგტონში და

მისი პატიმრობა გრძელდებოდა, ვინაიდან ვერავინ შეწყვეტდა სასჯელის აღსრულებას

შინიდან ახალი ბრძანების მიუღებლად.

როგორც მსმენია, ნოლანი ახლდა პორტერს, როდესაც მან დაიკავა ნუკაჰივას კუნძულები.ამ

პორტერს კი არ ვგულისხმობ, თქვენ რომ იცნობთ, არამედ უწინდელ პორტერს, ანუ მამამისს

- პორტერს "ესექსიდან", დღევანდელი "ესექსი" არ გეგონოთ,წინანდელი "ესექსის" პორტერს

ვამბობ.როგორც არტილერიის ოფიცერმა, რომელიც ადრე მსახურობდა დასავლეთ

საზღვარზე, ნოლანმა ფორტიფიკაციების ამბრაზურების, რაველინებისა და კიდევ

რაღაც-რუღაცების შესახებ გაცილებით მეტი იცოდა ვიდრე სხვა ვინმემ.იგი დიდად

ირჯებოდა, რათა ბატარეა წესრიგში ყოფილიყო.ყოველთვის ვფიქრობდი,რაოდენ

სავალალოა - მეთქი,რომ პორტერმა იგი არ დატოვა მეთაურად გემბლთან ერთად.ეს

მოაგვარებდა ყველაფერს მის სასჯელთან შედარებით,ჩვენკი აღარ დავკარგავდით ამ

კუნძულებს და ამზამად ბაზა გვექნებოდა წყნარ ოკეანეში.ხოლო ჩვენი ფრანგი

მეგობრები,რომლებიც აგრეთვე ეპოტინებოდნენ ამ საზღვაო კურორტს დაინახავდნენ,რომ

იგი უკვე დაკავებულია.მაგრამ მედისონმა და მისმა ვირჯინიელებმა ეს

საქმე,რასაკვირველია,განზე გადადეს.

ყოველივე ეს მოხდა დაახლოებით ორმოცდაათი წლის წინათ.თუ ნოლანი მაშინ 30 წლისა

იყო,მაშასადამე 40 მიტანებული გარდაცვლილა.ასე ორმოცის რომ იქნებოდა, სამოცი წლის

მოხუცად გამოიყურებოდა აგრამ შემდგომში ერთ ბეწიზეც არარ სეცვლილა.როდესაც

წარმოვიდგენ მის ასავალ-დასავალს რაც ჩემი თვალით მინახავს და რაც სხვათაგან მსმენია

ვფიქრობ რომ იგი ნმყოფი იქნებოდა ყველა ზღვაზე და თითქმის აღარასოდეს დაუდგამს

ფეხი ხმელეთზე.ამასობაში იგი გაიცნობდა ჩვენი ფლოტის იმდენ ოფიცერს რამდენიც სხვას

არავის დაესიზმრება.ერთხელაც მითხრა თავსი ნაღვლიანი ღიმილით: მთელი დედამიწის

ზურგზე კაცი არ მოიძებნება,ჩემსავთ აწყობილ-დაწყობილი ცხოვრობით ხოვრობდესო.

"ხომ იცით ბიჭები ამბობენ ჩემზე რკინის ნიღაბი არისო.ის კი , მოგეხსენებათ ,ოდენ

მოუცლელი ვინმე იყო". მერე დასძინა გაუთავებლად წიგნების კითხვა არ ვარგა,ისევე

როგორც სხვა ნებისმიერი საქმიანობა.ასე მითხრა:"მერე ვავსებ ჩემს უბის წიგნაკებს ,ხან რას

ვიწერ,ხან რას.გადამაქვს ალბომებში"ეს მართლაც საინტერესო იყო ექვსი თუ შვიდი ალბომი

ჰქონდა სხვადასხვა თემებზე. ერთსტორიას მეორე ბუნების მეტყველებას და ა.შ. იყო ალბომი

რომელსაც ეძახდა "ათასგვარ წვრილმანს".მაგრამ მარტოოდენ გაზეთებიდან ამოჭრილი

ტექსტები როდი ბინადრობდნენ იქ.რას არ წააწყდებოდით:გამხმარ

მცენაარეებს,ნიჟარებს,ხისა და ძვლის მოჩუქურთმებულ ნაკეთობებს. და ყველაფერს

ამშვენებდა ნახატები.გასაგიჟებლად ხატავდა.ძალზე სასეირო ნახატები ჰქონდა და ერთობ

გულის ამაჩუყებელიც.ასეთი ნამუშვარი იშვიათად მინახავს ჩემს სიცოცხლეში.ნეტავი

ვიცოდე ვის ჩაუვარდება ხელტ ნოლანის ალბომები

ასე მითხრა,კითხვა და ჩანაწერები ჩემს ხელობად გადაიქცაო.ამ საქმიანობას ყოველდღე

უთმობდა, შესაბამისად,ხუთსა და ორ საათს.მერე თქვა:"ყოველ ადამიანს ხელობის გარდა

გატაცებაც უნდა მოეპოვებოდეს.ბუნების მეტყველება გახლავთ ჩემი გატაცება." ესეც ორ

საათს ართმევდა ყოველდღიურად.მოჰქონდათ მისთვის ჩიტები და თევზები მაგრამ

ხანგრძლივ კრუიზში კმაყოფილდებოდა მრავალფეხებითა თუ ტარაკანებით და სხვა

მსგავსი წიკო-მაკოებით.ის იყო ერთადერთი ნატურალისტი ,ოდესმე რომ შემხვედრია ვინც

იცოდა ყველაფერი ბუზებისა და კოღოების ჩვევებზე. ეს სწავლული ვაჟბატონები

მოგახსენებენ ლეპი დოპტერა თუ სტეპტოპოტერა,მაგრამ როგორ უნდა მოიშორო ტავიდან

ისინი ანდა როგორ გაგისხლტებიან,როდესაც ურტყამ,ამაზე ლინეიმ იცოდა ისევე ცოტა

როგორც დღეს ჯონ ფოიმ

ამრიგად, ეს ცხრა საათი შეადგენდა ნოლანის რეგულარულ, ყოველდღიურ

საქმიანობას.დანარჩენ დროს ვინმეს ელაპარაკებდა ანდა სეირნობდა.ღრმა სიბერემდე ბევრს

დადიოდა და ვარჯიში არ ეზარებოდა.არასდროს მსმენია მისი ავადმყოფობა.თუკი სხვა

ვინმე გახდებოდა ავად კაი მომვლელი ქალივით თავს დასტრიალებდა.გემის ექიმებზე უკეთ

ერკვეოდა მედიცინაში. ვინმე რომ მოკვდებოდა,კაპიტანი მყისვე იხმობდა ნოლანს და ისიც

ყოველთვის მზად იყო ლოცვანი წაეკითხა.მშვენივრად კითხულობდა.

ფილიპ მელანი გავიცანი,როდესაც ჩემს პირველ კრუიზში გგარდემანირად ვმსახურობდი

გემზე ინგლისთან ომიდან ექვსი-შვიდი წელი იქნებოდა გასული/სწორედ იმხანად დაიდო

ხელსეკრულება მონათვაჭრობაზე და ჩვენი მმართველი საგვარეულო რომელიც ისევ

ვირჯინიელთაგან შედგებოდა,ჯერ კიდევ ამჟღავნებდა სენტიმენტალიზმს იმ დამთრგუნველ

საშნელებატა გამო და რაღაც აღმკვეთ ზომებს იღებდა.სწორედ ამგვარ საქმეზე

ვიმყოფებოდით სამხრეთ ატლანტიკაში.

თავდაპირველად მეგონა,რომ ნოლანი იყო რაღაც საერო კაპეანის მსგავსი ანუ

კაპელანი-მატროსი.არასოდეს გამომიკითხავს მისი ვინაობა გემზე ყველაფერი ისედაც

მეუცნაურებოდა.ვიცოდი,რომ არიფობა იყო შეკითხვების დასმა და ვფიქრობდი ,

"სამოქალაქო ღილები " ყველა გემსა ჰყავს -მეთქი.კვირაში ერთხელ ვხვდებოდი საერთო

სასადილოში და გვაფრთხილებდნენ რომ იმ დღეს არაფერი თქმულიყო სამშობლოს

შესახებ.მაგრამ ჩვენთვის რომ ეთქვა ხმა არ ამოგვეღო პლანეტა მარსის შესახებ ანდა "მეორე

რჯულის" წიგნზე ძველი აღთქმიდან მიზეზს მაშინაც არ გამოვეკიდებოდი.მრავალი რამ იყო

გემზე რაც ასევე გაგაკვირვებდა.

უამშობლო კაცის ამბავი პირველად შევიტყვე როდესაც წამოვეწიეთ ერთ პატარა და ბინძურ

შხუნას,რომელსაც მონები გადაჰყავდა. გემიდან ოფიცერი გაუშვეს საქმის მოსაგვარებლად და

რამდენიმე წუთშიი უკან გამოგზავნა ნავი.გვთხოვდა,ვინმე მაახლეთ, პორტუგალიური რომ

იცოდესო.ყველანი გადავყურებდით ზღვას როცა ეს გვაუწყეს და ვფიქრობდით ნეტავი

პორტუგალიური ვიცოდეთო.

გემის კაპიტანმა იკითხა პორტუგალიური ვინ იცისო? მაგრამ არცერთმა ოფიცერმა არ

იცოდა.და სწორედ მასინ როცა კაპიტანმა მატროსებს მიაპყრო ტვალი ნოლანმა წინ წადგა

ნაბიჯი და თქვა:პორტუგალიური ვიცი და მოხარული ვიქნები თარჯიმნობა გავწიო თუკი

კაპიტანი ინებებსო; კაპიტანმა მადლობა გადაუხადა.მეორე ნავი ჩაუშვეს და მისი წაყვანა

იღბლად მე დამევალა.

როდესაც შხუნას მივადექით,იქ ისეთი სანახაობა დაგვხვდა,რომელიც იშვიათად თუ

გინახავთ და არასოდეს ისურვებდით ნახვას.ენით გამოუთმელი სიბინძურე და აუწერელი

ქაოსი სუფევდა.ზანგები ბევრი არ ყოფილან.ვოგენმა რომ მიეხვედრებინ თვისუფალნი

ხართო ხელ-ფეხზე ბორკილები მოუხსნა და ამჯობინა რომ შხუნის ეკიპაჟი -არამზადები

შეებორკა.ზანგები შეჯგუფდნენ ბინძურ გემბანზე და გარს შემოერტყნენ ვოგენს.ისინი

მართვდნენ ათასნაირ დიალექტსა და კილოზე ზულუსური ენის წკლაპუნიდან რაღაც

გაუგონარ დუდღუნამდე.

ფეხი რომ შევდგით გემბანზე, ვოგენმა გადმოგვხედა ვეება კასრიდან, რომელზეც

ამძვრალიყო სასოწარკვეთილებით შეპყრობილი და გვითხრა: "ღვთის გულისთვის, ეგებ რამე

გააგებინოთ უბედურებს.რომი დავალევინეთ ,მაგრამ მაინც ვერ დაწყნარდნენ.აგერ, ეს

აყლაყუდა ორჯერ გავაგორე ძირს და ამანაც არ გაჭრა.ჩოკტოუს ტომის ენაზე კი

დაველაპარაკე, მაგრამ კისერს მოვიჭრი, თუკი იმაზე მეტი გაეგოთ ინგლისურად რომ

დავლაპარაკებოდი."

ნოლანმა თქვა, პორტუგალიური ვიციო და ერთი-ორი კარგი შესახედაობის ზანგი

გამოათრიეს ჯგროდან.როგორც გაირკვა, ერთხანს უმუშავია პორტუგალიელებთან

ფერდანდო პოს სანაპიროზე.

"უთხარით მათ თავისუფალნი ხართო",თქვა ვოგენმა, "და ისიც უთხარით ,რომ ამ ნაბიჭვრებს

ჩამოვახრჩობთ,როგორც კი ვიშოვით საკმარის თოკებს".

ნოლანმა მისი ნათქვამი გადაუთარგმნა, ანუ აუხსნა ისეთი პორტუგჰალიურით, რიმელიც

ესმოდათ ზანგებს, და მათ კი ,თავის მხრივ სხვებსაც ამცნეს ამ გასაგებ კილოზე.ატყდა

გაუგონარი წივილ-კივილი სიხარულისა,მუშტების აღმართვა ჰაერში, ხტუნაობა და

ცეკვა-ნოლანს ფეხებს უკოცნიდნენ;ყველა გარბოდა, თაყვანი რომ ეცათ ვოგენისათვის,

რომელიც იდგა კასრზე, როგორც ამ ბედნიერი მოვლენის "დეუს ექს მახინა".

"უთხარით მათ", თქვა ძალზე ნასიამოვნებმა ვოგენმა, "რომ ყველას გავგზავნი პალმასის

კონცხზე ".

ამ სიტყვებს კი ზანგთა აღტაცება აღარ გამოუწვევია.პალმასის კონცხი ძალიან შორს იყო მათი

სამშობლოდან.ისინი სამარადისოდ მოსწყდებოდნენ სამშობლოს.და მათი თარჯიმნები,

რამდენადაც გვესმოდა, მყისვე აყაყანდნენ; "ოჰ,არა პალმასი;პალმასი-არა!" და ასახელებდნენ

უამრავ სხვა ადგილს უამრავ კილოკავზე .ვოგენი ძალზე იმედგაცრუებული დარჩა იმით,

რომ ამაოდ ჩაუარა გულუხვობამ და მოუთმენლად ჰკითხა ნოლანს, რას

მიედ-მოედებიანო.საბრალო ნოლანს ოფლის წვეთებით დაენამა გაფითრებული შუბლი, 

ზანგენი ჩააჩუმა და თქვა :

"ის ამბობს:პალმასი არაო.ის ამბობს, წაგვიყვანეთ ჩვენს მშობელ მიწაზე,წაგვიყვანეთ

სახლში.ის ამბობს:ჩემს მოხუც დედ-მამას დარდი მოჰკლავთ თუკი ვეღარ მნახავენო.აგერ, ეს

კი ამბობს: მთელი სოფელი დასნეულდა და გავემგზავრე ფერნანდოში, თეთრი ექიმისათვის

ორმ მეთხოვა ჩვენთან წამოსვლა და შველა, ამ წყეულებმა დამიჭირეს ჩემი სამშობლოს

მახლობლად და მას შემდეგ თვისტომი თვალით აღარ მინახავსო". ვოგენი მერე ამბობდა,

გავჭაღარავდი,ვიდრე ნოლანი თავისი თარჯიმანობით იტანჯებოდაო.წარმოდგენაც კი არ

მქონდა ნოლანის შეჭირვებაზე და მაინც ვიგრძენი, რომ ჰაერი ისე გავარვარდა, რომ რამე

საშინელება უნდა მომხდარიყო.

ზანგებმაც კი შეწყვიტეს კვნესა-გოდება, როცა შენიშნეს ნოლანის ტანჯვა- წვალება და

ისეთივე ძალის თანაგრძნობა ვოგენისაგან ,რომელმაც სხაპასხუპით წარმოთქვა:"უთხარით

მათ, დიახ, დიახ-თქო.უთხარით, რომ თუნდაც მთვარეზე წავიყვან, თუკი მოისურვებენ."

ნოლანმა რის ვაივაგლახით უთარგმნა ზანგებს ვოგენის ნათქვამი და ისინი კვლავ

უკოცნიდნენ ფეხებს.ეწადათ ნიშნად მადლიერებისა ცხვირის მიხახუნება ცხვირზე. ნოლანს

არაქათი გამოეცალა.უკან დაბრუნების ნებართვა ითხოვა და ნავში ჩავსხედით.როგორც კი

მოვთავსდით კიჩოზე და დავიძარით, ნოლანმა მითხრა :

"ყმაწვილო,დაე იცოდე დღეიდან,თუ რას ნიშნავს ყოფნა უოჯახოდ,უსახლკაროდ და

უსამშობლოდ.და ოდესმე თუკი მოგეპრიანება თქმა ან გაკეთება ისეთი რამისა ,რაც მოგწვეტს

შენს ოჯახს, შენს სახლ-კარს და შენს სამშობლოს, შეევედრე ღმერთს, რომ მოიღოს მოწყალება

და ბოლო მოგიღოს.ძმობილო, მიეჯაჭვე შენს ოჯახს,დაივიწყე საკუთარი თავი.იფიქრე

მხოლოდ შენს ოჯახზე.იფიქრე შენს სახლ-კარზე,ძმობილო.გზავნე და გზავნე წერილები

შინ.ნუ დაგეზარება.დაე, უფრო ახლოს და ახლოს იყოს შენს ფიქრებში შენი სახლ-კარი, შენი

სამშობლო,რაც უფრო მეტად დაშორდები მას.და სწრაფად გაეშურე შინისკენ ,როცა ბედი

გაგიღიმებს,დაუყოვნებლივ გაეშურე,როგორც ეს საბრალო ზანგები მიეშურებიან."

სიტყვები ყელში ეჩხირებოდა.

"ხოლო სამშობლო...ხოლო ეს დროშა (ხელით მანიშნა გემისკენ) ... არასოდეს შემოგეპაროს

გულში სხვა ოცნება გარდა იმ ოცნებისა,რომ ემსახურო მას,როგორც გიბრძანებს,თუნდაც ამ

სამსახურმა ათასი ჯოჯოხეთი გამოგატაროს.და რაც არ უნდა დაგემართოს,ვინც არ უნდა

გაამოს ან დაგამციროს, არასოდეს შეხედო სხვა დროშას.და ერთი ღამეც არ გამოტოვო ,რომ

შეევედრო ღმერთს-აკურთხოს ეს დროშა.გახსოვდეს ძმობილო, რომ იმ ადამიანთა

მიღმა,ვისაც გადაეყრები ცხოვრებაში,ოფიცრების მიღმა, მთავრობის მიღმა და მთელი

ხალხის მიღმაც არის თვით სამშობლო, შენი სამშბლო და შენ მისი შვილი ხარ,ისევე,როგორც

შენი მშბელი დედისა და ისევე ეკუთვნი მას, როგორც დედას.და მედგრად დადექი მის

დასაცავად,ისევე, როგორც დაიცავდი დედაშენს,თუკი ეს ეშმას კერძნი თავს დაესხმოდნენ."

მისმა წყნარმა და თავშეკავებულმა მღელვარებამ სასტიკად დამაფრთხო.ძლივს

ამოვიხრიალე: ვფიცავ ყველაფერს, ასეც იქნება და სხვაგვარად არასოდეს

მიფიქრია-მეთქი.ჩემი სიტყვები მგონი არც გაუგონია.თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა :"ეჰ,

ვინმეს რომ ასე დაერიგებინა ჭკუა ჩემთვის, როცა შენხელა ვიყავი!"

ვგონებ, მისი ნდობა დავიმსახურე,რაც არასოდეს უნანია.ეს ამბავიც, შემდგომში დიდად რომ

დაგვამეგობრა,დღემდე არასდროს მითქვამს.ძალზე გულითადად მექცეოდა.ჩემი

მორიგეობისას, ღამღამობით ხშირად მესტუმრებოდა ხოლმე და ვსეირნობდით

გემბანზე.გამანათლა მათემატიკაში და ძალზე დავალებული ვარ მისგან.მათხოვებდა წიგნებს

და წარმართავდა ჩემს სწავლა-განათლებას.ასე გულახდილად კი აღარ უხსენებია თავისი

გასაჭირი.მაგრამ რასაც გიამბობთ, ოცდაათი წლის მანძილზე მსმენია სხვადასხვა

ოფიცერთაგან.როდესაც ჩვენი კრუიზის დასასრულს ერთმანეთს დავშორდით წმ. თომასის

ყურეში, მიჭირს იმის გამოხატვა, თუ რაოდენ დამწუხრებული ვიყავი, და რაოდენ

გამიხარდა, როდესაც კვლავ შევხვდი 1830 წელს.

მოგვიანებით კი, გარკვეული გავლენა რომ მოვიხვეჭე ვაშინგტონში,ცა და მიწა შევძარი ,რათა

გაეთავისუფლებინათ ნოლანი.მაგრამ ეს იმას ჰგავდა,რომ შეეცადო საპყრობილედან

გამოყვანა აჩრდილისა.ისინი მიიჩნევდნენ რომ ეს კაცი არ არსებობს,და არასდროს

არსებობდაო.ისინი ახლაც ამას იტყვიან.შესაძლოა, მათ მართლაც არ იციან ნოლანის

არსებობა.ეს პირველი შემთხვევა როდი იქნება ,როცა სამინისტროში არ იციან ის, რაც უნდა

იცოდნენ წესითა და კანონით.

ამბობენ, რომ ერთხელაც ნოლანი შეხვედრია ბარს ჩვენს ერთ-ერთ გემზე,როდესაც

ამერიკელთა ჯგუფი მოგზაურობდა ხმელთაშუა ზღვაში.მაგრამ მე მგონი, ეს სიცრუეა,ან

უფრო სწორად, კარგად მოფიქრებული მითი გახლავთ.ვითომდა ნოლანმა საშინელი

წყევლა-კრულვით შეამკო ბარი და მერე ჰკითხა, როგორ მოგწონთ უსამშობლოდ ყოფნაო?

მაგრამ ბარის ბიოგრაფიიდან ცხადია, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.ეს ამბავი მოვიხსენიე

მხოლოდ იმის საჩვენებლად, თუ როგორ წარმოიქმნება მითქმა-მოთქმა რომელიმე მოვლენის

გარშემო,თუნდაც მცირეოდენი იდუმალებით რომ არის შემოსილი.

საბრალო ფილიპ ნოლანი მთელი სიცოცხლე ნანობდა ყმაწვილკაცურ უგუნურებას და

ვაჟკაცურად დაემორჩილა თავის უნუგეშო ხვედრს,რომელიც თვითონვე დაიტეხა თავს.მას

არასოდეს დაუმძიმებია შეგნებულად მათი ტვირთი,ვისაც მის მეურვეობას

ავალებდნენ.რაღაც გაუგებრობანი მომხდარა,მაგრამ ნოლანს არასოდეს მიუძღოდა ბრალი.

ლეიტენანტმა ტექსტონმა მიამბო:როდესაც ტეხასს დავეპატრონეთ,ოფიცრებს შორის

მსჯელობა გაჩაღდა,ნოლანის საუცხოო რუკების კომპლექტი ხელთ ხომ არ ვიგდოთ,რათა

მსოფლიოსა და მექსიკის რუკებიდან ტეხასი ამოვჭრათო.შეერთებული შტატები ხომ მაშინვე

ამოჭრეს,ოგორც კი უყიდეს გეოგრაფიული ატლასი.მაგრამ, ბოლოს სავსებით სამართლიანად

დაასკვნეს, რომ ამით თვალნათლივ გაუმჟღავნებდნენ ,რაც მოხდა, ან როგორც ჰარი კოულმა

თქვა ,აფიქრებინებდნენ, რომ ბებერმა ბარმა წარმატებას მიაღწია.

ნოლანის ბრალი სულაც არ ყოფილა,იაღლიში რომ შეგვემთხვა ჩემს სუფრაზე, როდესაც

მცირე ხნით ვმეთაურობდი კორვეტ "ჯორჯ ვაშინგტონს" სამხრეთ ამერიკის ერთ ბაზაზე.ჩვენ

ვიმყოფებოდით ლა-პლატას ყურეში.ნაპირზე გადასული ოფიცრები ის-ის იყო

შემოგვიერთდნენ და გვართობდნენ ,თუ რა უიღბლობანი გადახდათ,როდესაც ბუენოს

აირესის ნახევრადველურ ცხენებს დააჭენებდნენ.ნოლანიც შემოგვესწრო.უჩვეულოდ კარგ

გუნებაზე იყო და ლაპარაკი მოსწყურებოდა.ცხენებიდან ტყაპა-ტყუპს რომ ჰყვებოდნენ,

თავისი ახალგაზრდობაც გაიხსენა,ველურ ცხენებს რომ იჭერდა ტეხასში თავის

ავანტიურისტ ბიძაშვილთან ერთად.მაშინ ჯერ კიდევ ყმაწვილი იქნებოდა.დიდი გატაცებით

გვიამბობდა და წუთიერი სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ხშირად მოჰყვება ხოლმე კარგ

მონათხრობს.სიჩუმე თვითონ ნოლანმა დაარღვია და სრულიად გაუცნობიერებლად იკითხა:

"მითხარით გეთაყვა, რა დაემართა ტეხასს?მას შემდეგ რაც მექსიკელებმა დამოუკიდებლობა

მოიხვეჭეს, ვიფიქრე ,რომ ტეხასის პროვინცია ძალზე სწრაფად დაწინაურდებოდა.ეს ხომ

ერთ-ერთ უმშვენიერესი რეგიონია დედამიწის ზურგზე.ეს ხომ ამ კონტინენტის ნამდვილი

იტალია არის...მაგრამ ამ 20 წლის მანძილზე ერთი სიტყვაც არ მსმენია ტეხასზე."

ორი ტეხასელი ოფიცერი გვესრებოდა.ნოლანს ამდენ ხანს იმიტომ არ სმენოდა ტეხასი, რომ

მისი ასავალ-დასავალი გულმოდგინედ ამოჭრილი იყო ხოლმე იმ გაზეთებიდან,ნოლანს რომ

აძლევდნენ- მას შემდეგ რაც ოსტინმა სათავე დაუდო იქაურ დასახლებებს.ასე რომ, როცა იგი

კითხულობდა ჰონდურასზე ანდა ტამაულიპაზე და ცოტა მოგვიანები- კალიფორნიაზე,ამ

უკაცრიელმა პროვინციამ,სადაც მისი ძმა ასე შორს მოგზაურობდა, და ვგონებ იქ დალია

სული, შეწყვიტა არსებობა ნოლანისთვის.

ნოლანის გულუბრყვილო შეკითხვაზ ორმა ტეხასელმა ,უოტერსმა და უილიამსმა, პირქუშად

შეხედეს ერთმანეთს და ძლივს იკავებდნენ, რომ არ გასცინებოდათ.ედოარდ მორისის

ყურადღება მიიპყრო მესამე რგოლმა გემის კაპიტნის ჭაღის ჯაჭვში .უატროუზს ცხვირის

ცემინება აუტყდა.თვითონ ნოლანიც მიხვდა რაღაც შემეშალაო,მაგრამ ვერ ჩამწვდარიყო

საქმის არსს.მე,როგორც მასპინძელი იძულებული გავხდი მეთქვა:

"ტეხასი რუკის გარეთ არის მისტერ ნოლან...გინახავთ თქვენ კაპიტან ბრეკის ფრიად

საინტერესო ანგარიში სერ თომას როუს მობრძანებაზე? "

ამ კრუიზის შემდეგ აღარასადროს მინახავს ნოლანი.სულ მცირე- წელიწადში ორჯერ ვწერდი

წერილს, რადგანაც მოგზაურობისას ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს.მაგრამ მას

არასოდეს მოუწერია პასუხი.მითხრეს, რომ ამ თხუტმეტი წლის მანძილზე იგი ძალზე

სწრაფად დაბერდა,მაგრამ კვლავინდებურად იყო კეთილი,თვინიერი და მდუმარედ

იტანჯებოდა.ღირსეულად იხდიდა სასჯელს,საკუთარ თავს რომ გამოუტანა.ნაკლებად

ეტანებოდა ახალგაცნობილ ადამიანებს,ახალგაზრდები კი ლამის აღმერთებდნენ ნოლანს.და

ახლა, ეს ძვირფასი კაცი,ჩანს აღარაა ცოცხალთა შორის.საბოლოოდ იპოვნიდა თავის სახლსაც

და სამშობლოსაც.

ეს რომ დავწერე, კარგა ხანს ვფიქრობდი,გამომექვეყნებინა თუ არა, როგორც გაფრთხილება

ახალ ნოლანთა,დღევანდელი ვალანდიგემებისა და ტეტნოლების

მისამართით.შემეხსენებინა, თუ რას ნიშნავს გაყრა სამშობლოსთან.და სწორედ მაშინ მივიღე

წერილი დენფორსისაგან,"ლევანტზე " რომ მსახურობდა,და მასში აღწერილი იყო ნოლანის

სიცოცხლის უკანასკნელი წუთები.ამან მისპო ჩემი ჭოჭმანი მისი თავგადასავლის

გამოქვეყნების თაობაზე.

მკითხველი გაიგებს დენფორსის წერილს,ან მის დასაწყისს მაინც, თუკი გაიხსენებს,რომ

ნოლანის მოკვეთიდან ათიოდე წლის შემდეგ ყოველი კაპიტანი ,რომელსაც მისი მეურვეობა

ევალებოდა, საჩოთირო დღეში ვარდებოდა.მთავრობას დაავიწყდა განახლება 1807 წლის

ბრძანებიდა ნოლანის შესახებ.რა უნდა ექნა კაცს? გაეშვა ტუსაღი შინ?სამინისტროს პასუხი

რომ მოეთხოვა 1807 წლის ბრძანების დარღვევის გამო,რა დღეში ჩავარდებოდა?!

დაეტოვებინა გემზე? მაგრამ თუკი ნოლანს ერთხელაც იქნებოდა და

გაათავისუფლებსნენ,ხომ შეეძლო სარჩელი აღეძრა უკანონო პატიმრობისა,ან მოტაცების

გამო ყოველი მათგანის წინააღმდეგ,ვინც მეურვეობდა?მე ვარწმუნებდი და ვუმტკიცებდი

ამას საუდჰარდს და ვგონებ, სხვა ოფიცრებიც იმავეს აკეთებდნენ.მაგრამ მინისტრი

ყოველთვის ამბობდა ,როგორც ხშირად იციან ხოლმე ვაშინგტონში, რომ საგანგებო ბრძანება

არაა გაცემული და თქვენ საკუთარი განსჯით უნდა იმოქმედოთო.ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი

იმარჯვებთ, მხარს დაგიჭერენ და თუკი არ გაგიმართლათ, თქვენზე ხელს აიღებენ.კეთილი

და პატიოსანი, როგორც დენფორსი ამბობს, ახლა ყველაფერი გასრულდა.დაე მიმცენ

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში სიმართლის გამომჟღავნებისათვის.

აი დენფორსის წერილი:

კონვეტი "ლევანტი"...

"ძვირფასო ფრედ!მხნეობას ვიკრეფ იმის სათქმელად, რომ ჩვენი ძვირფასი ნოლანი აღარ

არის.ამ მოგზაურობისას მასთან უფრო მეტხანს ვიყავი ხოლმე,ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ და

შემიძლია მივხვდე, თუ რატომ ლაპარაკობდით ასე თბილად ამ კაცზე.ვხედავდი, რომ უკვე

აღარ იყო ჯანზე,მაგრამ არ მეგონა მოახლოება აღსასრულისა.ექიმი ბეჯითად ადევნებდა

თვალყურს.გუშინ დილით მოვიდა ჩემთან და მითხრა,ნოლანი თავს უქეიფოდ გრძნობს და

თავისი კაიუტიდან არ გამოსულაო-რაც არასდროს მომხდარა აქამდე.ნოლანმა ნება დართო

ექიმს ,მისულიყო და გესინჯა იგი.ექიმმა პირველად მოინახულა მისი კაიუტა.ნოლანს

უთქვამს,რომ ჩემი ნახვა ეწადა.ოჰ, ჩემო კარგო,ხომ გახსოვთ,რას არ ვიგონებდთ მისი ოთახის

შესახებ,როდესაც "ინტრეპიდზე" ვმსახურობდით?

ჰოდა შევაბიჯე მის კაიუტაში.ეს საბრალო კაცი იწვა თავის საწოლზე და გულითადი

ღიმილით ჩამომართვა ხელი.ძალზე მისუსტებული მეჩვენა.უნებურად

მივიხედ-მოვიხედე.თავისი კაიუტა პაწია სამლოცველოდ გადაექცია.ვარსკვლავები და

ზოლები შემოხვეოდნენ ჯორჯ ვაშინგტონის პორტრეტს.თავისი ხელით დაეხალტა

დიდებული არწივი, ნისკარტიდან ელვას რომ აკვესებდა,კლანჭები ჩაეჭიდა მთელი

დედამიწისთვის და ზედ გადაეშალა ფრთები.ბერიკაცმა თვალი მოჰკრა ჩემს ცნობისმოყვარე

მზერას და ნაღვლიანი ღიმილით თქვა:"აი აქ არის ჩემი სამშობლო!" მერე ხელი გაიშვირა

კედლისაკენ საწოლის ბოლოში,სადაც ეკიდა შეერთებული შტატების ვეება რუკა.როგორიც

ახსოვდა, ისეთი დაეხატა და მწოლიარეს მუდამ თვალწინ ჰქონდა.თვალში მომხვდა მსხვილი

ასოებით გამოყვანილი უცნაური და უჩვეულო წარწერები :"ინდიანას

ტერიტორია","მისისიპის ტერიტორია" და "ლუიზიანას ტერიტორია".ალბათ ჩვენი მამები

სწავლობდნენ ამგვარი რუკებით.ბერიკაცს მიემატებინა ტეხასიც.დასავლეთ საზღვარი

მიყვანილი იყო წყნარ ოკეანემდე ,მაგრამ აღარაფერი წაეწერა.

"ოჰ, კაპიტანო," თქვა მან,"ვიცი,რომ ვკვდები.სამშბლოში ვეღარაფერი დამაბრუნებს.ეგებ ახლა

მაინც მითხრათ რამე.არა, მოიცათ,მოიცათ!არაფერი თქვათ მანამდე, ვიდრე

გეტყოდეთ,თუმცა დარწმუნებული ვარ,ისედაც გეცოდინებათ, რომ ამ გემზე და საერთო,

მთელს ამერიკაში-ღმერთმა აკურთხოს იგი! -არ მოიძებნება კაცი,ჩემზე მეტად რომ იყოს

ერთგული სამშობლოსი.არ მოიძებნება კაცი,ვისაც ჩემსავით უყვარდეს ჩვენი ნაომარი დროშა

და ჩემსავით ლოცულობდეს მასზე,ანდა ჩემსავით სჯეროდეს მისი.დენფორს, დროშაზე ახლა

ოცდათორმეტი ვარსკვლავია,ამისთვის მადლობას ვწირავ ღმერთს,თუმცა არ ვიცი მათი

სახელები.ეტყობა არცერთი არ წაურთმევიათ ჩვენთვის .მადლობა ღმერთს!აქედან

ვასკვნი,რომ არცერთ აარონ ბარს არ გამართლებია."

მერე ამოიოხრა:

"ო,დენფორს,დენფორს!წყეულ ღამის სიზმრად მეჩვენება ყმაწვილური ოცნება სახელის

მოხვეჭაზე ანდა რაღაც უაზრო დამოუკიდებლობაზე,როცა უკან ვიხედები და ვხედავ

განვლილ გზას.მაგრამ მიამბეთ,მიამბეთ რამე.ყველაფერი მიამბეთ,დენფორს,ვიდრე

მოვკვდებოდე."

ინგემ,გეფიცები,რომ თავი ვიგრძენი ურჩხულად იმის გამო, რომ მანამდე არაფერი მითქვამს

მისთვის.სახიფათო იქნებოდა თუ საჩოთირო,მე ვინ ვიყავი,რომ ამ ხნის მანძილზე

ტირანივით ვეპყრობოდი ამ სათნო, წმინდანისდარ ბერიკაცს,რომელმაც მთელი თავისი

მოწიფული ცხოვრებით გამოისყიდა ყმაწვილკაცური ღალატის სიშლეგე?

"მისტერ ნოლან", ვუთხარი მე,"ყველაფერს გეტყვით, რასაც კი მთხოვთ. ოღონდ მიბრძანეთ, საიდან დავიწყო?" ნეტარი ღიმილი გადაეფინა ფერმკრთალ სახეზე. ხელი ჩამჭიდა და თქვა:

"ღმერთმა დაგლოცოთ!მითხარით მათი სახელები." მიმითითა ვარსკვლავებიან დროშაზე, უკანასკნელი,რომელიც შევიტყვე,არის ოჰაიო.მამაჩემი კენტუკიში ცხოვრობდა. ვხვდები მიჩიგანს, ინდიანას და მისისიპის-ეს უნდა იყოს იქ, სადაც მდებარეობრა ფორტ ადამსი. სულ ოცი გამოდის, მაგრამ დანარჩენი თოთხმეტი საიდან გაჩნდა? ძველი შტატები ხომ არ დააქუცმაცეთ?"

იოლი მოსაყოლი იყო და დავუსახელე ახალი შტატები იმგვარი თანმიმდევრობით, როგორც გამახსენდა. მთხოვა ჩამომეხსნა კედლიდან მისი მშვენიერი რუკა და ფანქრით გამეკეთებინა წარწერები. იგი აღფრთოვანებული დარჩა,როდესაც ვუამბე ტეხასის შესახებ.მითხრა, როგორ დაიღუპა იქ მისი ბიძაშვილი. ოქროს ჯვრით ჰქონდა მონიშნული ის ადგილი, სადაც მისი სამარე ეგულებოდა. აღტაცებამ შეიპყრო, როცა ვუთხარი კალიფორნია და ორეგონი. ამასო, თქვა მან, მეც ვხვდებოდი, რადგანაც ნაპირზე გადასვლის ნებას არასდროს მაძლევდნენ, თუმცა გემები დიდი ხნით დაყოვნებულან იქ.

მერე კვლავ შორეულ წარსულში გაბრუნდა- ღმერთო ჩემო, რამსიშორეზე! შემეკითხა "ჩიზაპიკის" შესახებ და დასაჯეს თუ არა ბერონი, იმის გამო, რომ დანებდა "ლეოპარდს" და აარონ ბარს კიდევ ხომ არ უცდია რაიმე მამაძაღლობა.

ამ სიტყვებზე კბილები ძლიერად დაახრჭიალა. მაგრამ მაშინვე მოეშვა და თქვა: "ღმერთი მომიტევებს, რადგანაც მჯერა, რომ მე მივუტევე მას." შემდეგ იკითხა განვლილი ომის შესახებ, როგორ მეთაურობდა მეზარბაზნეებს იმ დღეს, როდესაც ხელთ ვიგდეთ "იავა". მეკითხებოდა ძვირფასი "დევიდ პორტერის" შესახებ, როგორც იგი ეძახდა. მერე მყუდროდ მოთავსდა და ბედნიერებით აღვსილი ელოდა რომ მომეთხრო, თუ რა მოხდა ღირშესანიშნავი ამ ორმოცდაათი წლის მანძილზე.

ნეტავი ჩემს ადგილას მრავლისმცოდნე კაცი ყოფილიყო!მაგრამ რაც შემეძლო, ყველაფერი ვიღონე და ყველაფერი გავიხსენე.ვუამბე ინგლისთან ომი, ვუამბე ფულტონი და ორთქლის გემების გაჩენა.ვუამბე სკოტსა და ჯეკსონზე.ვუამბე ყველაფერი, რაც გამახსენდა მისისიპის, ნიუ-ორლეანის,ტეხასისა და მისი მშბლიური კენტუკის შესახებ. და თქვენ წარმოიდგინეთ, მან იკითხა:"დასავლეთის ლეგიონს ვინ მეთაურობს?"

ვუთხარი, რომ ეს არის ძალზე მამაცი ოფიცერი, გვარად გრანტი და უკანასკნელი ცნობის თანახმად, იგი აპირებდა გადაეტანა თავისი შტაბ-ბინა ვირსბურგში. მკითხა:"სად არის ვირსბურგი?" ვუჩვენე რუკაზე.დაახლოებით ასი მილი იქნებოდა მისი ფორტ ადამსიდან.გულში გავიფიქრე, ახლა ფორტ ადამსიდან ნანგრევებიღა დარჩებოდა მეთქი."ეს უნდა იყოს ბებერი ვიკის პლანტაცია კაკლის ბორცვებზე", თქვა მან "ეს მართლაც ახალი ამბავია".

ინგემ, უნდა გითხრა, რომ ძალზე ძნელი იყო ჩამეტია ნახევარსაუკუნოვანი ისტორია ხანმოკლე საუბარში სნეულთან.აღარც,მახსოვს რას ვეუბნებოდი,ვუამბე გადასახლებანი და მათი მნიშვნელობა,ორთქლის გემები,,რკინიგზები, ტელეგრაფი, გამოგონებანი,წიგნები,ლიტერატურა,კოლეჯები...მაგრამ ისეთ რაღაცეებზე მაწყვეტინებდა სიტყვას,გაოცდები.გესმის, ეს იყო ახალი რობინზონ კრუზო, რომელიც მისვამდა შეკითხვებს, 56 წლის განმავლობაში რომ დაუგროვდა.

მკითხა, ამჟამად პრეზიდენტი ვინ არისო, და როდესაც ვუპასუხე დაინტერესდა, ჩვენი ეიბი გენერალ ბენჯამენ ლინკოლნის შვილი ხომ არ არისო?თქვა, რომ სიყმაწვილეშ უნახავს გენერალი ლინკოლნი, ინდიელებთან რომ დებდა ხელშეკრულებას. არა-მეთქი და ვუთხარი,ეიბი თქვენსავით კენტუკიდან არის, ოღონდ არ ვიცი რომელი ოჯახიდან მეთქი. და ისიც ვუთხარი, რომ ხალხის წიაღიდან აღზევდა.

"ძალიან კარგი", წამოიძახა ნოლანმა,"ძალიან მიხარია; ამაზე ბევრჯერ დავფიქრებულვარ და ვასკვნი, რომ ქვეყნისათვის სახიფათოა წარჩინებული წარმოშობის პირთა მუდმივი ძალაუფლება".

მერე ვუამბე ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის შესახებ, ვუამბე შეხვედრა ორეგონელ კონგრესმენ ჰარდინგთან. ვუამბე სმიტსონის ინსტიტუტსა და სამეცნიერო ექსპედიციების შესახებ. ვუამბე კაპიტოლიუმის და ფრონტონზე ქანდაკებათა შესახებ, ვახსენე კროუფორდის "თავისუფლება" და გრინეფის "ვაშინგტონი".

ინგე, ვუამბე ყველაფერი, რაც უჩვენებდა მისი სამშობლოს სიდიადეს და აყვავებას, მაგრამ ენა არ მომიბრუნდა, რომ მეხსენებინა, ეს წყეული სამოქალაქო ომი!

ნოლანი ტკბებოდა ჩემი მონათხრობით ისე, რომ არ ძალმიძს ამის გადმოცემა. უფროდაუფრო სიტყვაძუნწობდა. მაინც არ მეგონა, რომ დაიღალა, ანდა მისუსტდა.მივაწოდე ჭიქა წყალი.

მან მხოლოდ დაისველა ტუჩები და მითხრა, ჯერ არ წახვიდეო.მერე მთხოვა მიმეწოდებინა მისთვის პრესვიტერიანთა "წიგნი საჯარო ლოცვისა", რომელიც იქვე იდო, და ღიმილით მითხრა:საჭირო ადგილას თვითონ გადაიშლებაო.ასეც მოხდა. იქ იყო მისი ორმაგი წითელი ნიშნული ფურცლის ძირში.მუხლი მოვიყარე და დავიწყე კითხვა.ნოლანი იმეორებდა:

"ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის, მოწყალეო უფალო,მადლობას გწირავთ შენ, რომ მიუხედავად ჩვენი გადახვევებისა შენი წმინდა კანონებიდან, საოცარ სიკეთეს არ იშურებ ჩვენთვის"...და ა.შ.

მერე ნოლანი მიუბრუნდა ამ წიგნის დასასრულს და მე ვკითხე სიტყვები, უფრო უკეთესად რომ ვიცნობდი:

"მთელი სულითა და გულით გევედრებით შენს წყალობას, რომ აკურთხო შენი მსახურიშეერთებული შტატების პრეზიდენტი და მთელი ჩვენი ხელისუფლება".

"დენფორს",თქვა მან, " მე ვიმეორებ ამ ლოცვებს დღისით და ღამით, უკვე 55 წელიწადია."

მერე მითხრა, ახლა კი დავიძინებო.თავი დამახრევინა და შუბლზე მეამბორა. ბოლოს მითხრა: "კაპიტანო,როდესაც მოვკვდები, ჩაიხედეთ ჩემს ბობლიაში".

დავტოვე იგი, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ეს იყო აღსასრული.მეგონა დაიღალა და დაიძინებს-მეთქი.ვიცოდი, რომ უსაზღვროდ ბედნიერი იყო და მსურდა, რომ მარტო დარჩენილიყო.

მაგრამ ერთი საათის შემდეგ, როცა ექიმი ფეხაკრეფით შევიდა მასთან, დაინახა, რომ ნოლანი ღიმილით შეხვედროდა სიკვდილს.რაღაც მიეკრა ტუჩებთან.ეს იყო ნიშანი ცინცინატის ორდენისა,მამამისს რომ ეკუთვნოდა.

ჩვენ ჩავიხედეთ მის ბიბლიაში და დავინახეთ ქაღალდის ნიშნული იმ ადგილას, სადაც ხაზგასმული იყო აი, ეს ტექსტი:

"მაგრამ უკეთესისკენ მიილტვოდნენ , ესეიგი, ზეციურის მიმართ;ამიტომაც ღმერთს არ რცხვენია მათ გამო და მათს ღმერთს უწოდებს თავის თავს, რადგანაც განუმზადა მათ ქალაქი" (ებრაელთა მიმართ -11,16) .

ქაღალდის ნაგლეჯზე ეწერა:

"დამმარხეთ ზღვაში.ზღვა იყო ჩემი სახლი და მეშემიყვარდა ის.ეგებ ვინმემ ერთი ქვა დადოს ჩემს მოსახსენიებლად ფორტ ადამსში, ანდა ორლეანში, რათა ჩემი შერცხვენა არ იყოს იმაზე მეტი, ვიდრე დავიმსახურე. დაე, ამ ქვაზე დაწერონ:

"შეერთებული შტატების არმიის ლეიტენანტის ფილიპ ნოლანის მოსახსენიებლად. მას უყვარდა თავისი სამშობლო, როგორც არ ჰყვარებია არავინ; მაგრამ ის იყო ყველაზე უღირსი მის შვილთაგან".

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ