კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 06:26

ორასი წლის წინათ მეფობდა მეფე ერეკლე.

სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მას ეცნო ის მეფეთა-მეფედ და ხარჯი ეძლია. მეფე ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა.

სპარსეთის ხელმწიფემ შეჰკრიბა დიდძალი ჯარი და სწრაფად მოადგა თბილისსა.

მეფე ერეკლემ მხოლოდ მცირეოდენი ჯარის მოგროვება მოასწრო. სპარსელები ერთი ოცად მეტნი იყვნენ ქართველებზე.

ქართველ ჯარში ერია ერთი რაზმი, რომელიც შესდგებოდა სამასი ფშავ-ხევსურის და არაგვისპირელი გლეხისაგან.

ომის დაწყების წინ ამ რაზმის მეომართ შეჰფიცეს ერთმანეთს:

„თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო; ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო“.

ეს ვაჟკაცური ფიცი ვაჟკაცურადვე შეასრულეს ჩვენმა რაზმელებმა.

როცა აუარება სპარსელებმა სძლიეს პატარა ქართველ ჯარს, არცერთმა რაზმელმა მტერს ზურგი არ უჩვენა, არცერთი არ შეუშინდა სიკვდილსა, ყველანი ებრძოდნენ მტერს უკანასკნელის სისხლის წვეთამდის და თავისი გმირული სული ყველამ ბრძოლის ველზე დალია, თბილისის ქვემოთ, კრწანისის ველზე.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მოთხრობები • • •  იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ