თარგმანი აკაკი წერეთლისა
მაიმუნმა სთქვა: „დავბერდი! თვალმა დამიწყო კლებაო, მაგრამ ამბობენ, ამ სენის შველაც კი შეიძლებაო.
ესევე ემართებაო, მაგრამ სათვალეს ხმარობს ის და აღარ ენაღვლებაო!
ეს ხერხი რა ძნელიაო? სათვალეების შეძენა ჩემთვისაც ადვილიაო!“
სადღაც ერთი ცხრა იშოვნა და მხიარული დაბრუნდა, ახლა მოვრჩიო, ეგონა.
გადადვა აქეთ-იქითა, ხან კუდზე წამოიცვა და ხან ყურზედ ჩამოიკიდა.
უსუნა... კიდეც უკბინა, მაგრამ არ იქნა, ვერ ნახა მისი ადგილი და ბინა.
რომ ავყევ ქვეყნის ჭორებსო! ამგვარი სულელური რამ თვალს როგორ გაასწორებსო?“
აიღო, ქვას მიამსხვრია! როცა ვერა ვსცნობთ საგანსა, ჩვენშიაც ხოლმე აგრეა! |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |