თარგმანი აკაკი წერეთლისა
დაჭრიჭინებდა, დახტოდა ჭრიჭინობელა პატარა და უშრომ - უზრუნველობით მთელი ზაფხული ატარა.
თვალი რომ გამოუჭყიტა შეკრთა მოცლილი მღერალი და შიშმა წელი მოსწყვიტა.
ყოველგან დროს ატარებდა, ცა ქუდად აღარ მიაჩნდა, მიწას ფეხს არ აკარებდა!..
თანაც სიცივით კანკალობს, ვეღარ ჰხტის, ენაც ჩაჰვარდა, ჩვეულებრივად ვერ გალობს!
და რა დროს ჭიანურია, როცა რომ ლხინის მოყვარეს სცივა, ჰშია და სწყურია?
ვედრებით: „ჩემო ნათლია! ნუ მომკლავ გაზაფხულამდე და გამომკვებე, მადლია!“
როგორღა გაატარეო?“ - ვილხენდი, გამოვაყრუე ჭრიჭინით არემარეო“.
ზაფხულში იფარფაშეო, მიბრძანდი ეხლაც და სინჯე - იხტუნე, ითამაშეო!“ |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |