თარგმანი აკაკი წერეთლისა
მუხის ქვეშ ღორი რკოებით გამოძღა მართლა ღორივით და იქვე ძილად მიეგდო გაუნძრეველად, მძორივით.
აწლაკუნებდა ისევ პირს და, როგორც დიდ - ხნის მშიერმა, ჩუჩქნა დაუწყო მუხის ძირს.
“მაგას რას შვრები, ღოროო? გინდა, ფესვები დასთხარო და მიწას მოაშოროო?
ძირი რომ წაუხდებაო?” ღორმა მიუგო “მერე რა? გახმეს!... რა მენაღვლებაო!?
ჩემ დღეში სარგებელიო! რას დავსდევ: ნედლი იქნება თუ გამომშრალი - ხმელიო!?”
ქვესკნელს რომ ჩაღრუტუნობო, შე ღორო, თავლაფდასხმულო, რატომ რკოს კი არ სწუნობო?
თუ არ მე? და რად მძრახავო? მაგრამ თავს მაღლა ვერ იღებ და რაღას დაინახავო?”
ჰგმობს სწავლა - მეცნიერებას და ვერ მიმხვდარა: რა აძლევს აქ ქვეყნად ბედნიერებას. |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |