თარგმანი აკაკი წერეთლისა
გლეხმა ცხვარზე საჩივარი შეიტანა სამსჯავროში. მელა იყო მოსამართლედ არჩეული იმა დროში.
გამოჰკითხა ყველა წვრილად, რადგან საქმის გამოკვლევა არ უყვარდა მას გულგრილად.
ამ საბრალო ცხოველსაო? ტყუილები არ არგია აქ სამართლის მთხოვნელსაო!”
აღვიარებ სიმართლესო: აღარა ვარ ქურდებისგან! ამომაგდეს, ამიკლესო!..
აგერ ერთი ხანიაო, გავსკდი გულზე! აღარა ვარ! ვეღარ ამიტანიაო!
ალიონზე ამ ცხვარსაო, რომ ჰსუნავდა ბურტყლსა და ძვლებს! ვეღარ იტყვის უარსაო.”
მე იქ ამის მეტადაო! ისიც მხოლოდ კუნტრუშის დროს შევხტი უცაბედადაო.
რა ხელი მაქვს ქათმებთანო? მოწმედა მყავს მთელი ჯოგი, წარმოვადგენ მათ თქვენთანო.
ან ფული, ან მოწამეო? ბალახს ვცოხნი, ხორცის ჭამას მოვახერხებ განა მეო?”
სთქვა: “ცხადია, შენ იპარავ! ბანზე სიტყვას ტყვილად აგდებ, მით ნაქურდალს ვერ დაჰფარავ!
ტყვილა თავს ნუ იკატუნებ, რაც აქამდი გიხტომია, აწ კი იმდენს ვერ იხტუნებ.
კარგია და გემრიელი! და შენც რომ ის დაგეჭიროს, დაგეწვოდა განა ხელი?
აღარ უნდა დამტკიცება!” უბრძანა და დაადგინა მართლმსაჯულმა განჩინება:
ამოიღეთ ოთხში ცხვარი!.. ხორცი მსაჯულს, ტყავი გლეხსა! და მოისპოს საჩივარი! |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |