ნამდვილი ამბავი
ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს
– I –
მერცხლის ბუდედ რაღაც მოსჩანს; თვალთ ისარი, შენატყორცნი, ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.
მოწნული და მიგრეხილი, დრო და ჟამის შესაფერად - ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი.
ემუქრება წარღვნა-ღელვას, - ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს, ეკრძალება ჭექა-ელვას.
თავზე იქვე მზე და მთვარე და თვალის წინ ფიანდაზად ეფინება არემარე,
მომზიბლავად ლამაზია და იმასთან ყველა ტყუის, რაც კი ციხე-დარბაზია.
მიხვეული, მოხვეული; მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს მარჯვე თვალი, მტკიცე გული;
მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი: კლდიდან კლდეზე გადამფრენი, უშიშარი და თან ფრთხილი.
ვინ ჰპატრონობს, ვისი არის? და საამო კარ-მიდამოს ვინ შესტრფის და ვინ შეჰხარის?
აფხაზია, ამ მთის შვილი, რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი.
კარგი ცხენი და ნაბადი!... რას ინატრებს სხვას, ამის მეტს, კაცი, მისებრ დანაბადი?
არის მარტო სიყვარული, რითაც მხოლოდ ქვეყნიური ნეტარება არის სრული.
განასხვავა, ვით რჩეული... სიყვარულსა, მის მონაშუქს, მიაშუქა სიყვარული:
მიიყვანა ვინც უყვარდა, ვისაც გულში ცასქვეშეთი შეუწონა, შეუფერდა...
სამეგრელოს ასულია, მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი ედემს ალვად ასულია!...
სინაზით-კი - მორცხვი ია... ტრფობისათვის ჯერ პირველად გულის კარი გაუღია.
მიაჩნია მას აფხაზი!... გულში გულს სდებს, სულში სულს ცვლის, ხორცს ეწმახვნის სურო-ვაზი!...
და მათ უხმო აღსარებას!... ერთად გრძნობენ ამ ქვეყნადვე სასუფევლის ნეტარებას...
გაახარებს ვისმეს განა? თაფლში ურევს მწარე ნაღველს... მტრისას მისი გამოცანა!...
თითი, თვალთან მიტანილი!... ცა მრისხანებს, ელვა-ჭექამ ნადირსაც-კი უფრთხო ძილი!...
წვიმა უშვებს კოკის პირად; ხან აქ, ხან იქ მთა-ღრეებში გავარდება მეხი ხშირად.
აუშვია ქვეყნად ზარი! აიტანა შიშის ქარმა თანასწორად მთა და ბარი!
ეძებს ძრწოლით თავშესაფარს, მაგრამ, დახეთ, ვიღაც მგზავრი სტურად მოსდგა აფხაზის კარს!...
"გამომხედეთ!... ვინ ხართ შინა? სტუმარი ღვთის კარზე ვდგავარ, ცხენს და კაცსა გვინდა ბინა!"
"ამ თავსხმაში ეს ვინ არი?!" შეუკიდა ცეცხლს და უცბად გამოაღო ფაცხის კარი.
ფეხებამდე დასველებულს, მიიყვანა ცეცხლის პირად, უდგამს სამფეხს სკამს - დაღალულს.
ნაბდის თასმებს ნელა იხსნის... თავ-პირი აქვს შებუდნული ყაბალახით და იცინის!...
ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარად და, ბაშლიყი რომ გადიძრო, მოტრიალდა უკან ჩქარა:
წახდა ჩემი ხუმრობაო!... ვერ მიცანი, თუ გეწყინა ეს უდროვო სტუმრობაო?"
ძიძის შვილი მაგ შენ თავსო... ეს თვალები რაღას ნახვენ შენს უკეთეს სანახავსო?
როგორც ძმა და თვისი ტოლი, და მერე კი გააღვიძა შიგნით მწოლი მისი ცოლი.
მოამზადე ვახშამიო: შორი გზა აქვს გამოვლილი, არ ექნება ნაჭამიო."
არ მცალია იმისთვისო! მე სხვა მადა მაქვს აშლილი, სხვანაირი გულისთქმისო...
"მინდა გითხრა ჩემი ჭირი: დღემდის მტკიცე პირიანსა, დღეს მიტყდება, ძმაო, პირი!
თავმომწონე ინალიფას? მის ცხენსა და მის იარაღს ვერვინ დასდებს ღირსეულ ფასს.
ცხენოსანი უებარი!... მეტოქეა ჩემი მხოლოდ, ერთადერთი საშიშარი.
ჩვენიც ხშირი სტუმარია; ბიჭობით და სილამაზით ქალებიც კი გადარია.
არად აგდებს, არც უყურებს, რადგან იცის, რომ სხვებსავით იმას ის ვერ იმსახურებს.
რომ მშვენებით განთქმულია; ბევრი კარგი ახალგაზრდა მისი ეშხით დაბმულია;
სხივებს ჰფენს და არვის ათბობს; მომხიბლავი შორეულად თანასწორად ყველას ატკბობს.
დაიმონებს, იგდებს ხელში, მერე უნდა გამოსცადოს: აგდებს მის მსხვერპლს განსაცდელში!
დამამარცხა, დამიმონა!... და, თუ ქალი მაჯობებდა, არ ვფიქრობდი, არ მეგონა...
დამიჩემა: "თუ გიყვარვარ და ხარ ჩემი მოგვარეო, ინალიფას ლურჯი ცხენი ამ სამ დღეში მომგვარეო!"
არ დაუთმობს ნებით გამჩენს და, თუ ვინმე ძალას იხმარს, შეაკვდება, არ შეარჩენს!
მხოლოდ ერთადერთი ღონე, თუმც-კი სხვა დროს არ იკადრებს ამას კაცი თავმომწონე.
ჩემო კარგო მეგობარო! მე მინდა, რომ ალმასხიტის ლურჯი ლაფშა მოვიპარო".
მოუსმინა ძიძიშვილმა, ყველა კარგად გაიგონა, მაგრამ საქმემ უკუღმართმა შეაწუხა, დააღონა.
უკადრისი გიკისრია, მაგრამ, რადგან სიყვარულის ტკბილი სენი შენც შეგყრია,
დაუდვა და ემსახურო, რომ სატრფოს წინ შენ სირცხვილის ოფლი აღარ მოიწურო:
უნდა მიჰყვე, დაემონო, გინდ სიცოცხლეც შენი ტკბილი მწარე სიკვდილს შეუწონო.
უცადი და უმეცარი, - სავაჟკაცოდ გამოსული, უდრეკი და უშიშარი!
ძლევისათვის არა კმარა, თუ სიფრთხილეც გონივრული დროზე მას არ დაეხმარა.
შიში სხვაა, სიფრთხილე სხვა, ისე, როგორც სხვადასხვაა ღვთის წყალობა და ღვთის რისხვა.
მართალია, გიჭრის თვალი, მაგრამ ჩვენში როგორც უცხოს, აგებნევა გზა და კვალი.
მე ვიზამ შენს მაგივრობას: ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს შევწირავ შენს მეგობრობას!
გამოშუშდი ცეცხლის პირას!... და, თუ დამრჩა გამარჯვება, მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირას."
სამგზავროდ და გავლო კარი. მიდის, ელვა გზას უნათებს და დაჰზუის თავზე ქარი.
გადიყარა, დადგა დარი; ლურჯ ბედაურს მოაგელვებს მეგობრისთვის მეგობარი.
შინ შევიდა წყნარად, ფრთხილად. გრძელ ნაბადში გამოხვეულს სტუმარს სძინავს იქვე თბილად.
იქ, სადაც ის ეგულება, ვინც სიცოცხლეს ურჩევნია, სულს სწირავს და თავს ევლება.
ტკბილად მძინარ ნაზიბროლას, თუ გავუძელ გულის ძგერას, სულის ბრუნვას, ხორცის ჟრჟოლას"...
და რას ჰხედავს იქ საკვირველს?! ნაზიბროლა ჩუმად ტირის, პირს იხოკავს, იკაწრავს ყელს!..
თავს ახლის და ხმას არ იღებს... მინგრეულს და მონგრეულსა ხედავს იქვე მის ქვეშაგებს!...
ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა!... და, რომ კრინტიც არ დაუძრავს, იქვე უხმოდ ჩაიკეცა.
უყურებდა ცოლის ტანჯვას; ბოლოს ღონე მოიკრიფა და მოეგო ისევ ჭკუას.
"ჩუ, ნუ ტირი, გენაცვალე! რაც გინახავს - სიზმარია, დაივიწყე ისევ მალე!
კაცის თავზე უნებური, ღვთის რისხვაა ტყვილად ბედს რას უჩივი, რით ემდური?
ცრუ ზღაპარი და სიზმარი!... მე და შენი სიყვარული წმინდა არის, ვით ლამპარი."
ამოუშრო თვალში კოცნით, დააწყნარა, დაამშვიდა ალერსით და ბევრი ხვეწნით.
სტუმრისაკენ და უთხრა ეს: "ადე, ძმაო, გაღვიძებას არ აპირებ, მგონია, დღეს!"
შემკრთალი და დარცხვენილი!... მაგრამ როცა მშვიდ სახეზე შეამჩნია მას ღიმილი,
არაფერი შეუტყვია, თვარა გულ-მკერდს გამიხვრეტდა ხანჯლის წვერი და ან ტყვია!
ჩანს, ნამუსი შეუნახავს. ჩემ საქციელს, სამარცხვინოს, ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს?"
"გატყობ, რომ ხარ კმაყოფილი, შეასრულე განა ჩემი ძნელი ნატვრა და სურვილი?"
დროა აწ-კი გაეშურე! ნუ დამძრახავ, საკმარისად თუ რომ ვერა გემსახურე!"
ისაუბრეს ჯერ ერთხანად, მერე წყალიც მოუტანა მას ხელ-პირის დასაბანად.
რაც წესია, სამსახური, რომ სტუმარი არ გაუშვას გულნაკლი და უმადური.
თვითონ შეჯდა ნაქურდალზე და ორივემ მათრახები ატკაცუნეს ერთხანს ძალზე.
ააღელვეს, ააჩქარეს და ვიწრო გზით ის დაღმართი სულ კუნტრუშით ჩაატარეს.
მინდვრის პირად, იქვე დაბლა, მასპინძელმა შეაჩერა ცხენი და ხმა აიმაღლა:
შენი ვიცი, შემიტყვია!... და დღეიდან ჩვენ ორს შუა მოციქული არის ტყვია!
არის ზოგი შეცოდება, რომ სათქმელად საძნელოა... არც შენდობა უხერხდება!
ფრთხილად! არსად შემეყარო, რომ ცუდ გულზე უცაბედად შენი სისხლი არ დავღვარო!"
გაშრა, ფერი დაედვა მკვდრის, ჩაუვარდა ენა პირში, გაქვავდა და აღარ იძვრის...
აღარა მაქვს მე სათქმელი!... შემაცდინა თვით ეშმაკმა და დამრია ცოდვილს ხელი!...
იარაღი დამიყრია... სასიკვდილოდ ჩემი ნებით შენ წინ თავი დამიხრია...
მომკალ... ტანჯულს რამ მიშველე, მაზღვევინე, რაც შეგცოდე, სინიდისი გამიმრთელე!..."
სასიკვდილოდ ჩემი ტყვია: დედაჩემის გაზრდილი ხარ, მისი ძუძუ გიწოვია...
რჯულზე უფრო უმტკიცესად, რომ გასტეხე, ის გეყოფა სიკვდილამდე შენ საკვნესად.
მაგრამ შორს კი... და მშვიდობით!... დღეიდან ჩვენ წმინდა გულით ერთმანეთს ვერ მივენდობით!
ამისრულე უეჭველად: რომ მიხვიდე ყაბარდოში, იცოდე, რომ სულ პირველად,
ვინც შვილივით გამოგზარდა, და უამბე შენი პირით, რა სირცხვილი დაგემართა!"
მისცა ხელში, ჩააბარა, მოტრიალდა და აღმართი ძლივს ბარბაცით აიარა.
არც სიმდიდრით, არც ქონებით, ჰაჯი-უსუბ ცნობილია მხოლოდ ჭკუით და გონებით.
უმისობა არ იქნება; ხელის გულზე უწერია თვით მაჰმადის წმინდა მცნება.
მნახველია ცა და ქვეყნის; ჯერ ისევე ჭანმაკია, თუმც არ არის კი მცირე ხნის.
არ ტყუილი ქადილია; სადაც კია გვარიშვილი, ყველა მისი გაზრდილია.
ისე, როგორც სხვები ყველა, მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?
მიდის ახლა საფარ-ბეგი, მორდუობის გამტეხი და ჩვეულების გადამდეგი.
უნებურად რაც შეემთხვა; ცრემლები სდის და ეჩრება ბურთად ყელში მწარე სიტყვა.
სახე მოინაღვლიანა: სიდიადე ამ მუხთლობის თვალწინ გაისიგრძეგანა.
რომ გაიგო, რა სთქვა ქმარმა?" - "მაპატივა შეცოდება, როგორც ძმამ და მეგობარმა!...
ნახე შენი გამზრდელიო და მაგ შენი საქციელის პასუხს მისგან მოველიო!"
ჩემი მხოლოდ ეს არიო, რომ ნამუსის გასაწმენდად ჩემი ხელით სისხლს დავღვრიო!.."
მან დამბაჩა გატენილი; მორჩილებით გულ-მკერდს უშვერს საფარ, მისი გამოზრდილი.
"შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?! სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!"
მიიჭედა ცხელი ტყვია!... ჩაიკეცა სულთამბრძოლი, წამლის კვამლში გაეხვია... |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |