ინდოთ მეფე აბანოს იბანებოდა და დალაქი თავსა პარსავდა. რა ყელთან სამართებელი მიიღო, მეფეს უთხრა: შენი ასული შემრთეო.
გაუკვირდა მეფესა და მიცემას დაჰპირდა.
გამოვიდა აბანოდამ, ვაზირთა ჰკითხა: ვით შემომდვა ქალის თხოვაო?
მათ მოახსენეს: ფერხი სალაროსა ზედა სდგმია და მას უთქმევინებიაო.
მოთხარეს აბანოს ძირი და სულ ოქროთა და ვეცხლითა სავსე იყო.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • სიბრძნე სიცრუისა/იგავ-არაკები |