კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:43

ერთი ყრუ კაცი იყო და ხარი დაკარგა. საძებნელად წავიდა ერთი კაცი შემოეყარა. კითხვა დაუწყო. თურე ის კაცი უფრო ყრუ იყო და ვირი თურე ეპოვნა. მან ხარისა ვერა შეიტყო. ასე უთხრა. ვირი თუ შენია, საპოვნელა მაინც მომეცო! ერთმანერთსა ვერა შეატყობინეს რა. 

ერთი ცხენოსანი კაცი მოვიდოდა და ქალი ვინმე გავას უჯდა. მივიდენ მასთან. ამან ამისი ხარისა უთხრა, მან მისი ვირისა. თურე ის უფრო ყრუ იყო; ეგონა: დიაცს მართმევენო. ფიცი თქვა: ცოლი მომიკვდა და ეს მისი მოახლე არისო, სხვისას ნუ ჰგონებთო! ვერც ერთმა ვერა გაიგეს რა. 

ყადთან წავიდნენ, ყველამ თავისი საჩივარი თქვეს. ყადი თურე სიბერით დაყრუებულიყო. რამაზანი იყო. ეს მოჩივარნი მთვარის გამოჩენის მოამბენი ეგონა. თქვა: რადგან მთვარე უნახავნ, ნაღარას კარითო! ვერც ერთმან ვერა გაიგეს რა.

სასკოლო ლიტერატურა • • •  სულხან-საბა ორბელიანი - იგავ არაკები • • •  სიბრძნე სიცრუისა/იგავ-არაკები

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ