კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:27

- მე ჩემსას ვიტყვი და, მგონია, არ უნდა ვცდებოდე, - თქვა ფრიდონმა. - ჩვენ ცოტანი ვართ, ქაჯთა ქალაქი კი დიდი ლაშქრის საომარია.

ამიტომ, პირისპირ ბრძოლით ვერას გავხდებით და ამაოდ ნუ დავიჩემებთ, კვეხნისათვის სადა გვცალია?

თუ კარი დაგვიხშეს, ათას წელიწადს ვეცადოთ, მაინც ვერსაით შევუვალთ.


"პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ ჟამი საკვეხარია,

და ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია".


სიყმაწვილის ჟამს ჯამბაზობას მასწავლიდნენ, კარგადაც გავიწაფე: თვალის დახამხამებაში თოკზედ ისე გავირბენდი, ტოლ-სწორნი შემომნატროდნენ.

ახლა, ჩვენგან ვისაც უკეთ შეუძლია საგდებლის შეტყორცნა, გალავნის ერთ ბურჯს გრძელი თოკის მარყუჟი მოაცვას, და იმ თოკზედ ისე გავივლი, თითქოს ველად მივრბოდე.

გალავანს ფიცხლად გადავევლები და მერე მე ვიცი: ვნახოთ, თუ ჩემს მახვილს გადარჩენილი კაცი იქ საძებნელი არ შეგექმნეთ!


"აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად, გატანა ფარისა,

შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა,

ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისა!

თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ