კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:55

- ხატაეთიდან მოციქულნი დაბრუნდნენ. რამაზ მეფეს ამაყი და უკადრისი პასუხი შემოეთვალა, მწერდა: გამიკვირდა, ეგ რა მოგიწერია, როგორ თუ მანდ გიხმივარ, "ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?!” ამის მეტად აღარ ვნახო, წერილი მოგეწეროსო:


"არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,

ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენ ზედა რა პატრონია?!"


- ვუბრძანე და მთელი ინდოეთის ლაშქარი აწვიეს. ვარსკვლავთ უმრავლესი შეიკრიბა, ყოველი კუთხიდან ფიცხლად იმდენი მოაწყდა, ტევა აღარსად იყო, "ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია”. მეფის წითელ-შავი დროშა ავმართე და აღლუმიც დაიწყო. ვნახე, მეომრები მოხდენილად შეჭურვილიყვნენ, მომეწონა მათი:


"სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,

ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა”.


ლაშქარს გამოვუცხადე, რომ გზას დილით დავადგებოდით. დარდმა დამიპყრო, თავი შემებრალა, ავზე ავი ბედისად მეჩვენა, ვფიქრობდი: ჩემი მზე თუ არ ვინახულე, არ ვიცი, რანაირად გავემგზავრო-მეთქი.

შინ რომ მივედი, გულს სევდა უარესად შემომაწვა და თვალთაგან მდუღარე ცრემლი ღვარად გადმომედინა: "თვალთათ, ვითა საგუბარით, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა”.

კვლავ ჩემს უბედურ ბედს ვუჩიოდი, რომ გუნებისად ბიჯიც ვერ გადამედგა საოცნებო ვარდისაკენ, და გამწარებული თავისთავს ვეკითხებოდი: "ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?”

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ