კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:12

 

 

 

ორშაბათ დილა გათენდა,

რა ავი დარი დგებაო,

ეს ჩვენი წუწკი მელია,

საომრად ემზადებაო!


წავიდა იქ მიცუნცულდა,

სადაც მამალი ჯდებაო:

- პატარა ხორცი მიბოძე,

მელას გზა გაევლებაო.


- შენ ჩემს ხორცს როგორ შეირგებ,

ყელს ძვალი დაგადგებაო.

ჩემს პატრონს კარგი თოფი აქვს,

მეხივით გავარდებაო!


- მეც კარგად ვიცნობ შენს პატრონს,

უყვარს მუცელზე გდებაო,

თოფი კაჩხას უკიდია,

ჩახმახი უჟანგდებაო,

თუნდ მუგუზალი დაადოს,

მაინც არ გავარდებაო.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ