ერთხელ კურდღლები ერთად შეიკრიბნენ და დაიჩივლეს:
ყველა ჩვენ გვემტერება: ადამიანი, ძაღლი თუ არწივი, მოსვენება არა გვაქვს, ტანჯვაში ვატარებთ ცხოვრებას, ასეთ სიცოცხლეს ჯობია წყალში გადავცვივდეთო.
გადაწყვიტეს და ყურებჩამოყრილები მდინარისკენ გაიქცნენ.
ნაპირზე ბაყაყები ისხდნენ. ამდენი კურდღელი ერთად რომ დაინახეს, შეეშინდათ და წყალში ისკუპეს.
- ჩვენზე მშიშრები სხვები ყოფილანო, გაუხარდათ კურდღლებს და სკუპ-სკუპით ისევ უკან, ტყისკენ გამოსწიეს.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები |