ერთ ოჯახში ქურდი მივიდა სტუმრად.
მასპინძელი იგი დიდი პატივით მიიღო და ხელგაშლით დაუხვდა, მაგრამ ქურდმა თავის ჩვეულებას მაინც არ უღალატა, მასპინძელს მამალი მოპარა, კალთაში გამოიხვია და მალულად გაიპარა.
პატრონი უკან დაედევნა, დაეწია და მამალი მოჰკითხა.
ქურდი იფიცებოდა, შენი მამლისა არაფერი ვიციო, ჩოხის კალთიდან კი მამლის ბოლო უჩანდა.
მამლის პატრონმა უპასუხა: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები |