ზამთარი იწურებოდა.
ახმაურდნენ ნაკადულები.
ენძელებმაც ამოყვეს თავი თოვლიდან.
ერთი მერცხალი დაწინაურდა, თბილი ქვეყნებიდან ადრე დაბრუნდა და ჭიკჭიკი მორთო.
მეცხვარეს ეგონა, ეს არის გაზაფხული დადგაო და ცხვრები დაკრიჭა.
მეორე დღეს კვლავ აცივდა. თოვლი მოვიდა და ყინვამ გაკრეჭილი ფარა კინაღამ გაწყვიტა.
მაშინ მეცხვარემ თქვა:
- ახლა კი ვხედავ, რომ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები |