კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 06:00

 

 

 

ტყისპირს, გათიბულ ღიღილოებში ვწევარ,

მთვარე უცნაურ და უცხო ჩრდილებს ლანდავს...

ცხელი ჩურჩული: „მოხვალ, ძვირფასო ევა?“

და უფრო ცხელი: „უკვე შენთან ვარ, ადამ!“

ბაგეა სველი და სურვილისგან ბრწყინავს,

ეს სარეცელი მინდვრის ბალახით ვკერე...

ოღონდ ნუ მეტყვი, რომ არ გიყვარდი წინათ, -

არც შეხვედრამდე და არც შეხვედრის მერე.

მკვდარ გვირილებზე გასრიალდება გველი

და თივის ზვინზე ჭრელი ლენტივით ცოცავს, -

შენ არ მიბოძე ეს ნეტარება მწველი?!

შენ არ მასწავლე ასე მხურვალე კოცნა?!

თმები ჩაშლილი, როგორც შრიალა ლელი,

მახვილი ბაგე და მკერდი მარმარით თლილი...

ღამე - იმ პირველ ცოდვისნაირად ბნელი,

ღამე - იმ პირველ ცოდვისნაირად ტკბილი.

რა დამავიწყებს მრისხანე ქუხილს - „ევა!“

ზეციურ ბაღებს, იმათ ხიბლსა და ჯადოს...

ახლა ქალი ვარ...ახლა დედა ვარ... „მე“ ვარ

და ამ მშვენიერ სიყვარულისთვის გმადლობთ!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ