სულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. ერს მოვლენიხარ განგებით, ვით ცისარტყელა წარღვნისა - უცნაურისა ჰანგებით. ეს საიდუმლო ჟღერისა, რომ აგვისრულდეს წადილი, მგოსანი ვიქმნე ერისა; რაყიფი ტარიელობდეს: ქაჯთა ებრძოდეს ლომ-კაცი, ნესტანისათვის ხელობდეს!.. სახელი აღგემატება, და შენი სახე ივერთა გულს ძეგლად დაეხატება!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |