ვით სნეულსა თანაუგრძნობს მისივე მსგავსი სნეული, ისე მკვნესარ შიქასტის ხმას ძგერით უგრძნობს ჩემი გული. გამაგონე ეგ სევდის ხმა! მაგაშია ჩემთა ძველთა მამაცური ოხვრა, მოთქმა. ეგებ დასდნეს მწუხარება და ჩემთ თვალთა გადმოსთხიონ ნაღვლიანი მდუღარება! შეარცხვენს და არ შეშვენის, მაგრამ მიჯობს, ჩუმად ტანჯვას ცრემლი ვღვარო, არა მრცხვენის. ნახოს კერძო სიყვარული! იქ იქნება საიდუმლო, გულგამხეთქი, დაფარული! საქართველოს გამომხატველს და მწარესა ნაკადულში გრძელ მოთხრობას, გულის დამწველს. ეგებ დადნეს მწუხარება და ჩემთ თვალთა გადმოსწურონ ნაღვლიანი მდუღარება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |