ხარაბუზა ფუტკარს შეხვდა, მიაძახა: “გზა მომეო! ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ? როგორ გამეთამამეო? გამიგონე, რომ გითხრაო: შენ რომ ფრთები გამოგბმია, ღმერთიც მაშინ გაგიწყრაო! შხამიანსა, მკბენარსაო, ვინ არ გიცნობს უსაქმურსა, მფრინავს მოუსვენარსაო?! შრომისა ვარ მოყვარეო... ჩემთვისა ვარ, არვისა ვკბენ, არ ვარ შენი მოგვარეო! შენ სულ სხვა ხარ... ხომ ხედავო? ჩამოდექი, გზა მომეცი!.. ურჩობას ნუ მიბედავო!” “ნუ მაცინებ, ხა-ხა-ხაო! ვინც რომ ქვეყნად გაგაჩინა, ნეხვის ჭიად დაგსახაო! რომ მთა და ბარს ასწორებო?.. მხოლოდ ფუნეს აგუნდავებ, იქვე ახლო აგორებო. შენს მეტს არვის არგიაო! შენ აკეთებ... შენვე ჰზიდავ... საკუთარი ბარგიაო! რაღად ირბენ, აბა, შორსო? ყოველ ფეხის გადადგმაზე ნახავ, გინდა მთელ გოდორსო! და სხვაგვარად მოღვაწეო: ზეცის მუშას მეძახიან, არ ვარ მარტო სამიწეო! რომ მოვძებნო ყვავილიო, გულის წვენი ამოვწუწნო, სამკურნალო რამ ტკბილიო. თაფლი, ზეცას - სანთელიო, რომ იქ წმინდად შეიწიროს და ანათოს აქ ბნელიო. ქვეყნის მტერიც ის არიო, და მისთვის მაქვს მომართული გესლიანი ისარიო!” მიაშურა ყვავილებსა... და ჩვენც ამგვარ პასუხს ვკადრებთ ზოგიერთ ჩვენს ყმაწვილებსა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |