ეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვინ ამინთო ამ ბოლოს დროს ლამპარი? ჩემს წინ დადგა თითქმის მთელი ქვეყანა; მილოცვენ და მადლს მიხდიან... და რისთვის? რა მიმიძღვის სამსახური მისთანა? გაურჩევლად ტომისა და წოდების, აქ არიან, რომ გამიქრონ მიზეზი ჩემი ტანჯვის და ჩემი ცეცხლმოდების!.. სხვა იქნება მომავალი ის გმირი!.. მე უბრალო მიზეზი ვარ დღეის-დღის, იმ მომავლის აჩრდილი რამ და პირი! საამისო, აბა, რა მომიცია? ეს ეკუთვნის ყოლიფერი მომავალს და იმისი არის რეპეტიცია! შევუერთებ დღეს ჩემს სურვილს, გულისთქმას: “ვაშა! ვაშა, სათაყვანო მომავალს!” ამ-თავითვე წარვუგზავნი ჩემს სუსტ ხმას!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |