კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 14:48

 

 

 

ეს ვიწრო ტახტი -

სიყვარულის ზიარჭურჭელი!

რომც იყოს: ერთში - ნექტარი მეტი,

და მეორეში - შხამი,

ხომ სულ ერთია - ეს ყველაფერი

გათანაბრდება ღამით!

თუმც, რატომ ღამით! - ხომ შეიძლება

აღდგეს ბალანსი დღისით! -

მხურვალე კოცნამ თავისი საქმე

გადასარევად იცის...

...

ეცემა საბანი იატაკზე -

ვნებააშლილი ისმის ჩურჩული! -

თანაბრდება ზიარჭურჭელი -

სიყვარულის ზიარჭურჭელი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ