ჟამი მიიზლაზნება და საშველი არა ჩანს, რიგმა რიგი შეცვალა და რიგს შეცვლის რიგივე და ამ ცოდვილ მიწაზე მეორდება მარადჟამს სულ ერთი და იგივე, სულ ერთი და იგივე...
სწერენ მდივანბეგები, იქნებ გადაეღობოს უზნეობას ჯებირად, მაგრამ ადამიანი ბრიყვია და რეგვენი, ისტორიამ აქამდე ვერრა შეაგნებინა.
ჯარისკაცის ფარაჯა, თავზე აღზევებულნი კვლავ იდგამენ გვირგვინებს და ამ ცოდვილ მიწაზე მეორდება მარადჟამს სულ ერთი და იგივე, სულ ერთი და იგივე...
დღე და წელიწადია კერპებს ძეგლებს უდგამენ და ლოზუნგებს ჭიმავენ, ძველებს ემიჯნებიან და შეცდომებს სჩადიან სულ ერთსა და იმავეს, სულ ერთსა და იმავეს...
ბრძენს უკითხავს ლექციას, ზის და გალაღებული უდარდელად ღიღინებს, ტალღას მაღლა მიჰყვება და ქეჩოზე ექცევა სულ ერთი და იგივე, სულ ერთი და იგივე...
ბოროტებას გამაძღარს? ბოლოს მაინც იმარჯვებს ის, რაც სუნთქავს სიკეთით... ვაი, იმ ერს უბედურს, ერში თუკი სალანძღავ სიტყვად გადაიქცევა სიტყვა “ინტელიგენტი”... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |