კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 25 აპრილი 2025 01:58

 

 

 

ბრმად ვიცხოვრეო - როგორც უთქვამთ - მეც ვიტყვი ალბათ,

მაგრამ არც ჩემთვის და არც სხვისთვის აღარ ექნება

არავითარი მნიშვნელობა ამ აღსარებას:

ჩვენ ხომ სინათლეს ველტვით მხოლოდ წყვდიადისადმი

თანდაყოლილი შიშის გამო და ამიტომაც

კი არ ვიზრდებით, კიდევ უფრო ვპატარავდებით,

კი არ ვმდიდრდებით, ვღატაკდებით… რადგან სინათლე

მიდის და მოდის, წყვდიადი კი სულ თავზე გვადგას.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ