სად ამოსულხარ ნერგი კეთილი, მალე გექცევა რტონი შოლტებად, მტვერში მიყრილი და მიხვეტილი, ფოთოლი შენი სად აბოლდება. ასე ეძებენ ბედს უბედონი... წვენი მიწისა ხომ უნდა გეყოს, რა საზრდოს მოგცემს ღორღი, ბეტონი... მზე მოდგაფუნობს, შენგან ნახმობი... რაც ჩაითესე მოგყვება წყევლა: იყავ დღემოკლე, ძირგასახმობი. გიმზერ და მტკივა ძარღვები კისრის... მოგთხრის მეხანძრე ან მეეზოვე, შობის ხესავით ნაგავში გისვრის. ჩაჭიდებული წარღვნის კიდობანს, რად გამახსენე სიცოცხლე ჩვენი - უზარმაზარი შემთხვევითობა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ემზარ კვიტაიშვილის პოეზია |