კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 22:56

 

 

 

ნეტა არ მოგკარებოდი

და შორიდან მყვარებოდი,

შენთვის დარჩენილიყავი

შენი ეზო-გარემოთი.

მოსირმული, ჩამოქნილი,

შენი ლურჯი კაბა გცმოდა,

ისეთს რას დაგიშავებდა

სიხარულთან დარდი ცოტა.

ან მკლავები შეგრჩენიყო

დაშვებული წყაროსავით,

ისე არ გაგშავებოდა

შენი ცა და სალოცავი.

დაფლეთილი უმოწყალოდ,

სული ტირის, სული ხავის...

ან შენ არსად დამენახე,

ან მე არ მოვსულიყავი.

სად გავექცე ცეცხლს და უჟმურს,

რამ გაცდუნა, რისთვის მენდე...

შენ - ნეტარი, განწმენდილი,

მე - ცოდვილი, განსაწმენდი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ