მოხარხარე ბირდაბირით აყეფებულ დაჯახებით, ხებს ვმუსრავთ პირდაპირი პირდაფერილ ნაჯახებით. ოხრავს, ხვნეშის, სად გაექცეს ურდულს მონის თითქოს დედათ მონასტერში შეჭრილანო ურჯულონი. ზოგს ალს მივცემთ, ხმელი თუა... ზოგს ტრაქტორზე გამოვაბამთ, როგორც კახპას ცხენის ძუას. ხით ვიგერებთ აშარ ქარებს... ბოლოს ხისგან გაჩორკნილი კუბო ციმციმ გაგვაქანებს. ნაჯახი და ბირდაპირი, ტყე კი ისევ იშრიალებს, ვით უკვდავი გმირთა გმირი. დაგვივიწყებს როცა ყველა, ჩვენს უდაბურ საფლავებზე ნაზი თმების გასაშლელად. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |