ჰოდა, აი, ერთ მაგალითს მეც მოგითხრობ, გამიგონე - ერთი ქალი გავიცანი, მსახიობი ანტიგონე! შემიყვარდა! შევუყვარდი! ამას თითქმის ყველა გრძნობდა, - ...მაგრამ თურმე მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა! ის დავბადე მე ჩემს ლექსში, ლექსიც მისგან დამებადა, მე ვმღეროდი შოთას ჰანგებს, ის კი ჩანგზე ხმას აწყობდა, - ...მაგრამ თურმე მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა! ვერ განჭვრიტა დინჯის თვალით, ვერ ახსნა და დააფასა; მან მომპარა ყოველივე, რაც ჩემს ლხენას შეადგენდა, მომპარა და ეხლა, ეხლა? დარჩა მხოლოდ ეს ლეგენდა: შემოიჭრა ამ დროს იგი, შემომიკრა ლარნაკ ტანზე, თან ამბობდა: "ჰხედავ, ჩემო, მშობლებს არც კი შევეპოვე და მოგნახე, როგორც იყო, ძლივს გიპოვე! ძლივს გიპოვე!" ...მაგრამ თურმე მსახიობი, ცხოვრებაშიც მსახიობდა. და, შემთხვევით - მესამე დღეს - მეც ვეწვიე ჩვენს თეატრსა, თამაშობდნენ ერთ პიესას ცნობილსა და ნაინატრსა, მე სცენაზე ვერ ვამჩნევდი მსახიობთა გარდა ვერვის. ამ დროს - ღმერთო, - შემოიჭრა ჩემი სატრფო და ამ ქალმა ჩაიხვია ვიღაც ვაჟი, ვაჟიც ხვევნით მიესალმა. და მოგნახე, როგორც იყო, ძლივს გიპოვე, ძლივს გიპოვე!.." სთქვა და... სთქვა და ამ სიტყვებზე ჩამოეშვა ხელად ფარდა, მოეწონათ მსახიობი, ყველა ერთხმად ახარხარდა; - ეხ, მართლაც რომ მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |