შემოდგომის მზის სხივებში ეტლი მიგრიალებს და ცხენებიც გზატკეცილზე აბაკუნებს ნალებს, მიჰქრის, მიჰქრის, თითქოს თვალწინ რასმე ზღაპრულს ხედავს, მაგრამ მაინც ვერ მაშორებს ჩემს თანამგზავრ სევდას. გულზე ცოტა მომშვებოდა, ეკლო ცრემლის წვიმას. მეეტლემაც თანამიგრძნო, მიაქროლებს ცხენებს, მაგრამ სევდა თანვე მომდევს და კვლავ არ მასვენებს. თავს მადგია, დამტრიალებს უხილავი ფრთები, გაუვალ გზას ჭინჭრითა და ეკალნარით აგებს, ჩემს სიცოცხლეს ის პატრონობს და თვითონ განაგებს, სამარეშიც კი მომაგნებს, გასჭრის კუბოს მინას, სხეულს გაქექს და შიგ გულში მოიპოვებს ბინას. და რაშებიც გზატკეცილზე აბაკუნებს ნალებს, მიჰქრის, მიჰქრის, თითქოს თვალწინ რასმე ზღაპრულს ხედავს, მაგრამ მაინც ვერ მაშორებს ჩემს თანამგზავრ სევდას. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |