კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:46

 

 

 

დღე იყო ჩუმი, უღრუბლო, წყნარი,

შენ იდექ ტყეში გარინდულ პოზით,

მე ამ დროს გვერდით გამოგიარე

ხელში წიგნებით, გულთან მიმოზით.

შენ გაფითრება, შეკრთომა, შიში,

ორთავეს გვჭვრეტდა მზე მოციმციმე,

ვიდოდი ობლად ხეების ჩრდილში

და მწუხარება დაგქონდა მძიმე.

ჩანს, შეგყვარდა თალხი ფერები

და მისდევ სადღაც უსახო დარდებს,

გნახავ სულთმობრძავს - მოგეფერები,

მოკვდები? მოვალ, მოგიტან ვარდებს.

დიდი ხანია ჩაქრა ოცნება

და დაიხურა ყველა ფარდები,

მოკვდი და გრძნობა კვლავ გაცოცხლდება,

მოკვდი და ისევ შემიყვარდები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ