კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:21

 

 

 

რიჟრაჟი თითებს ვიოლინს დაკრავს

ცა ერითმება ფერთა ლიანებს

ბობოქარ ზღვაში ავუშვებ აფრას

თუ შენი ნავი დაიგვიანებს.

მაგრამ სიცოცხლის ჭრაქი თუ ჩაქრეს

და გამიტაცოს ჰარონმა შორა

მაშინ მიტირე ვით მელეაგრა

სტიროდა თავის ჰელიოდორას.

შენ იმ გზით წახვალ... მე ამ გზით... ასე...

წინლტოლვის სურვილს ნუ დამაყვედრი

და თუ კვლავ შევდხვდეთ ცხოვრების გზაზე

ჩვენც შევირიგოთ ჩვენ-ჩვენი ხვედრი.

თუ დამეწევი შენგან წინ წასულს,

არ დაიბნევი, არ შეფერხდები,

დაგადგამ გვირგვინს დაფნისგან დაწნულს

და ჯვარს გადაგვწერს თვითონ ღმერთები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ