კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:52

 

 

 

ორნი მოხვედით ჩემს სანახავად,

ორნი მოხვედით პოეტურ გრძნობით,

ვიყავი ცუდად, ვიყავი ავად

და მწვავდა სევდა ამოუცნობი.

მეც მეგობრები თურმე მყოლია

და ქრება სულში ბურუსი მუქი,

ტერენტის მძაფრი მელენქოლია,

ალიოს თმების ნათელი შუქი, -

იჭრება სახლში და ღარიბ ბინას

კვალვ პოეზიით ააფერადებს,

მათ სულში კიდევ მრავალ ლექსს სძინავს,

კვლავ ახალ აზრებს ახდიან ფარდებს.

ერთს ისევ სტანჯავს ჩვეული დარდი,

მეორეს ისევ სწყურია ბრძოლა,

მე ვნატრობ სითბოს, სინაზეს, ვარდებს

და მომეწყინა ლოგინში წოლა.

ორნი მოხვედით ჩემს სანახავად,

ორნი მოხვედიტ პოეტურ გრძნობით,

ვიყავი ცუდად, ვიყავი ავად

და მწვავდა სევდა ამოუცნობი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ