რა ამოძრავებს კიპარისის ტანს, ჩუმი შრიალი საიდან არი? ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს: მაინც მწვერვალებს ედება ქარი. დაუძინარი და უჩინარი, მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია, მარად და მარად ტყდება ჩინარი. მისთვის სიმაღლე არის წამება, არა ღიმილით და ალოეთი დაჰფარავს მტერთა ცილისწამება. მისთვის მოისმის ზარების ზარი: ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს, მაინც მწვერვალებს ედება ქარი. ესარკებოდა პარიზის რკალი, მაგრამ უეცრად ქარტეხილივით მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი. ყოველი მხრიდან ავარდა ალი. სულში დაჰქროდა ქალი ქარივით და შეშლილივით ჰკიოდა ქალი. ვით მწვერვალიდან მერანი მალი. კუბო მიჰქონდათ, არვინ არ სჩანდა და არ ტიროდა არც ერთი ქალი. მიეცით წარსულს ელვა ან ხმალი, რომ ამოკვეთოს ეპიტაფია: მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი. მაესტრო თასით გადაჰკრავს ღვინოს, ესტრადა ნათელ იმედად ბადებს აშლილ ვოლტორნებს და პიანინოს. და სასახლეებს ჰაერში მოდებს, რომ მხარეები შეაჭიანოს და ლეგენდები შორით ისმოდეს. ქალნი ლანდობენ თლილი თითებით, სიმებთან ერთად ატირებს იმათ თვალების ნაზი ქრიზოლიტებით. ის ნებას აძლევს სულს ითარეშოს, არ ხედავს ახლო გაბზარულ სარკეს და უიმედო საპირფარეშოს. ვერჰარნი, დროის ახალი დანტე, თუჯის ხელებით სძრავს მძიმე ბორბლებს, გიგანტი ცეცხლით მოანდამატე. და, ინთქებიან ორთქლში გვერდებით. ვერჰარნ! გაისმის მათი ხარხარი, ნუთუ არასდროს არ შევჩერდებით? ის ითხოვს პასუხს, როგორც მკვლელობა, და სასტიკია, როგორც გეენა, მისი სისწრაფის ულმობელობა. მასვე, ვინც იმას სული შთაბერა, მოჰკლეს ვერჰარნი! მაგრამ დიდებით მას მოიგონებს ბედის სხვა წერა. ნისლიან ღამით, ნისლიან ღამით, მათ მიუსაჯეს სიკვდილით დასცა და ის ელოდა წამითი-წამით. რაღაც ამაზე ღრმა, უფრო მეტი, გაუშუქებლად დარჩება მარად - ასეთი არის მისი პორტრეტი. ეფინებოდა რა სახეს ჩრდილი. სიკვდილით დასჯა მას მიუსაჯეს, ვინ იგლოვოს ის! რაა სიკვდილი! დღემდე თვალების გამხდარი რეტი. ასეთი არის მისი პორტრეტი... ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |