კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 16:42

 

 

 

ნეტამც კი ია ლამაზი

ადრე მოსული ველადა

არა ჭკნებოდეს, ქრებოდეს

მოულოდნელად, ხელადა.

ნეტამც კი ია ნაზარდი

სათუთად მწვანე ველზედა

დიდხანს რჩებოდეს, ტკბებოდეს

მზისგან ჩამოშლილ ქსელზედა.

ნეტამც კი... მაგრამ ჩემს ნატვრას

და გულის უკვდავ სურვილსა

ყურს არვინ უგდებს არასდროს

და არც ვინ მიკლავს წყურვილსა:

რომ ერთხელ მაინც მაღირსონ

ია გაშლილი ველზედა,

ბოლომდის დარჩენილიყოს

მშობლის გულსა და მკერდზედა.

ასე მოვუყევ ველ-მინდვრებს,

გულმაც იკვნესა, იომა,

და მაინც მათგან მოგართვა

ეს ია ძია შიომა.

მე კი არ მომიწყვეტია,

გულით გამომყვა თავადა

რომ შენს საფლავზე აყვავდეს

ისევ შენს მოსართავადა.

მიიღე ჩემო კეთილო,

ია მოსული მცველადა,

ტოლების სასიხარულოდ,

არა გულდასაწველადა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შიო მღვიმელი  • • •   შიო მღვიმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ