კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:51

 

 

 

წითელ ქლამიდას როს მოისხამს აღმოსავლეთი,

ყორანთა ურდო ააყვავებს ბაღში ჩინარებს.

გამოაღვიძებს ყარაულებს, ფეხზე მძინარებს,

რომ დასტკბნენ ყურძნით, ყალიონით და სიმთვრალეთი.

კმაყოფილია მუსლიმანი მზიურ არეთი

და ჰყიდის ნოხებს თავრიზიდან ნაირ-ნაირებს,

მაგრამ მოიტანს შუაღამე მუქ ჯავაირებს

და ჩაფიქრდება აზიდული ცად მინარეთი.

შენ გიკითხავდა სპარსულ ლექსებს პრინცი ნადირი,

მე კი ვაჟურად გადაცმული, ქალური რცხვენით -

დავნავარდობდი არაბულად დარახტულ ცხენით.

მაგრამ ჩვენს სევდას არ უჩანდა მაინც ნაპირი:

გვწყინდა ეს მხარე, ეს ჭაობი, ეს ქუჩა ხილის

და ვნატრულობდით ალიაქოთს, თეატრს და თბილისს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ