ლალით და ქარვით აჭრელდა მთები, წაღვერის მთები შემოგარსული; აქ სამშობლო ჩემი რითმების, ფოთლის შრიალში მესმის წარსული. ნაძვები, ვეძა, ჩუმი ბუნება, ცხოვრების გზები აქ გამეკვანძა და აქ ვეძებდი მზით განკურნებას. შეხეთ ამ სივრცეს! დაღვრილა ლილა, ლამაზ ქალივით მზემ დაიმკლავა და ღრუბლეს ავლებს ცის თასში ფრთხილად. ბავშვურ ხალისით მზეს ვეღიმები, და მოგონებაც ისე გაშლილა, როგორც ტყის პირად ჯოგი ირმების. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |