ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ, სიტკბონი შენნი? სად არს აღმტაცის სიყვარულის ტანჯვა, სამოთხე? განძრცვილვარ გრძნობით, უდროოდა მეკვეთნენ ფრთენი, გაზაფხულია, მე კი ვდგევარ ვით უფოთლო ხე. გულმა დაჰკარგა იმ სიზმრების სარწმუნოება... თვალ-წინ მიყრია უკეთესნი ყვავილნი მჭკნარნი, მომიკვდა ეჭვ-ქვეშ მაცხოვარი თვით სასოება. ცივად დაარქვა ”ფუჭი ალი” ღვთიურ ტრფობასა, მან დამინგრია წმინდა გრძნობის წმინდა ტაძარი... ვაი, მას, ვინცა ჭაბუკობას ჭაბუკ არ არის!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |