კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:02

 

 

 

სიხარულო, შვებავ, ლხინო,

ახლისა აკვნის გუშაგნო!

მზევ, შინ შემოდიო!

თქვენ, სულსა აღნაგსა ახლად,

დაჰფრინვეთ თვალ მოულულად!

მზევ, შინ შემოდიო!

მე მისსა მშობელ ვენერას

დაუმღერ ტკბილსა ”მზე შინას”!

მზევ, შინ შემოდიო!

გიმღერ, გალხენ, - განისვენო,

ჩემო მაკრატლის გვირგვინო!

მზევ, შინ შემოდიო!

ეჭვი ვის აქვს, მამა ვინც არს?

ჩემს ნაკერსა ვსცნობ ფრიად შორს!

მზევ, შინ შემოდიო!

ნუ გწყინს, ვარდო, ყვავილთ მეფევ,

რომ ზოგჯერ იასაც ვსუნავ,

მზევ, შინ შემოდიო!

რა ვქნა, გულს ვერ ვეტყვი უარს.

ვარდიც მიყვარს, იაც მიყვარს!

მზევ, შინ შემოდიო!

მარამ რაყიფთ ვმზერ შენთან როს

მწვენ, გულს მისმენ ცეცხლის უთოს,

მზევ, შინ შემოდიო!

შენ სანთელი, მე ფარვანა!

დაე დაიწოს ბეჟანა!

მზევ, შინ შემოდიო!

სიყვარულმა მათქმევინა,

თვარა მე ვინ, - ლექსი ვინა?

მზევ, შინ შემოდიო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გრიგოლ ორბრლიანი  • • •   გრიგოლ ორბელიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ