კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:54

 

 

 

დღეს ჩემი ხედვა ზღვას დაემონა,

ნაღვლიან წარსულს მოვუხდი ბოდიშს:

"ზღვიადის" შემდეგ მე არ მეგონა,

თუ კვლავ ზღვის თემას შევეხებოდი.

მე და ზღვა ბევრჯერ ვღელავდით ერთად,

ჩვენ გვაკავშირებს რთული განცდები,

ბევრი რამ დავწვი, ვაქციე ფერფლად,

მაგრამ ჩემს იღბალს როგორ ავცდები?

ზღვაში ბანაობს მთვარე მელოტი,

გავცქერი სივრცეს, ნავსადგურს, გემებს,

მე არ მეგონა, არ მოველოდი,

თუ ლურჯ სიხარულს ისევ ვიგემებ.

რა ვუყოთ, ზღვისპირს თუ ვარ მარტოკა,

არა მყავს ტოლი, არა მყავს მდადე,

დალღის სიმღერამ სევდა გათოკა

და ძველი ბოღმა აღარ მადარდებს.

ზღვის ტალღა მორბის ფაფარგაშლილი,

გული ჯანსაღი სისხლით ივსება;

ცსი ფერს უმღერდა ბარათაშვილი,

ლურჯ ფერს სცოდნია გახალისება.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ