მე, თვით განგებამ, ხელში მომცა მასალა სველი, ნედლი მასალა, სულ ახალი, ხელუხლებელი, სხვა ნიადაგზე, მზის ნამტვერში ამოკვეთილი და ზეციური ბალსამოსით ნაპკურ-ნაწვეთი. რომ დამწვარ სულში ჩავაქსოვო ნედლი მასალა; და სისხლის ზვირთით ისევ შევკრა და შევამზადო, რომ შევქმნა ლექსი, ლექსი წმინდა, ლექსი უზადო. მაჯის ცხელ ცემას, სნეულ სახის გაფერმკრთალებას, დამსხვრეულ იმედს, ყალბ სიყვარულს, მუნჯ ხვაშიადსა, დაგროვილ ვნების ქარტეხილის ქროლვას დიადსა... თუ ამ წყეულმა, დაჭრილ გულმა ცოტა მაცალა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიჯანის პოეზია |