კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 17:03

 

 

 

ლექსების გარდა იარაღი არა მქონია

ლექსებს ვატანდი გულის ნადებს და გულის წყრომას,

რამდენი რამე წარსულიდან მოსაგონია,

ყოველი ლექსი გატაცებით უდრიდა რომანს.


რამდენი კარგის და ავისა ვიყავ მნახველი

და ყოველივე ანარეკლი ხომ რჩება სადღაც,

ლექსები იყო ჭეშმარიტი გამომსახველი,

იმის რაც ჩემში სამუდამოდ ჩაკვდა თუ აღსდგა.


ჩემი თაობა სამწუხაროდ ნელი-ნელ მიდის

და იშვიათად მხვდებიან ჩემი ტოლები,

მე არ მაშინებს დასასრულის ნისლი და ბინდი

ისევ ლექსებით ჩემს სიბერეს შევებრძოლები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ