კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:58

 

 

 

ქორწილის წინ დედაჩემთან

ვსაუბრობდი ცალკე

დედამ მითხრა: - გაუფრთხილდი

შვილო, მზითვის სარკეს!

გამიგია, გადმოცემა

არის ხალხში ძველი,

თუ ოჯახში სარკე გატყდა,

რაღაც საფრთხე ელით!

ამ სარკეს რომ ენა ჰქონდეს,

რამდენს გეტყვით ამბავს!..

ამ სარკის წინ მე ჩამაცვეს

საქორწილო კაბა.

მახარებდა უნაზესი,

თვლები უთვალავი,

კაბა თეთრი მიხდებოდა,

თმა კი შავი, შავი...

ნახევარი საუკუნე

დგას ოთახში სარკე,

ნახევარი საუკუნე

ჩემს ცხოვრებას ვარკვევ.

ვინ რა იცის, თუ რამდენჯერ

გული გამებზარა!

თუ რამდენჯერ გული გატყდა

და სარკე კი - არა!

თუ ამდენხანს გიფრთხილდები

და ზრუნვას არ გაკლებ,

შეგენახა ჩემი სახეც

მზისთვის ცივო სარკევ!

ვერ დავმალავ, გული მტკივა,

მე დარდი მდევს ერთი:

რად მიხდება თალხი კაბა,

თმა კი თეთრი, თეთრი!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ