კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:56

 

 

 

ყოველ გაზაფხულს მე ვიგონებ 

იმ ერთ გაზაფხულს,

როცა წითელი მიხაკები

გამომიგზავნე...

მაშინ ვითვლიდი დაბადების

თექვსმეტ გაზაფხულს,

როცა პირველი ყვავილები

გამომიგზავნე.

ის გაზაფხული წყნარი იყო

და გამჭვირვალე,

მიწაც ჩემსავით იღვიძებდა,

ახელდა თვალებს.

ჩემს განვლილ გზაზე უამრავი

ვარდი მინახავს,

მაგრამ მიხაკებს თითქოს ახლაც

გულში ვინახავ.

მიხაკი ფერი, სისხლის ფერი -

ბრძოლის ფერია

და მიხაკებიც, მე მგონია

ამას მღერიან.

მაშინ ვითვლიდი დაბადების

თექვსმეტ გაზაფხულს,

როცა პირველად მიხაკები

გამომიგზავნე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ